ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ტრანსფერსა და მომავალზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
გადაცემა "იმედის დღემ" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სიუჟეტი მოამზადა და "რუბინის" ქართველი ვარსკვლავისგან ექსკლუზიური კომენტარიც მოიპოვა.

20 წლის ჩვენებურმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ხდება მის ტრანსფერთან დაკავშირებით.

"არ მაქვს თითოეული გუნდის დასახელების უფლება და ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი წინადადება მაქვს.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათამაშო დროა და ამის მიხედვით გადაწყდება. გაჩერებას არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ჩემი ოცნებები და მიზნები მაქვს.

მთელი ცხოვრებაა, "რეალის" გულშემატკივარი ვარ. ვოცნებობ "რეალში" თამაშსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე", - განაცხადა კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მართლაც განსხვავდება სხვებისგან ბევრი რამით. დიდი სპორტსმენი ეზრდება საქართველოს. გამარჯვებით გევლოს ხვიჩა!
გიორგი
02:29 08-04-2021
0
რეალში თამაშის სურვილში ჩანს ის ძალა რომელიც მას შეუჩერებელს ხდის. სწორედ ამ, უკვე მიზნად ქცეული ოცნების ასრულებისთვის იბრძვის ეს ახალგაზრდა და სწორედ ეს ოცნება მიიყვანს მას მწვერვალამდე.
ფეოლა
00:46 07-04-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული