ლუკა ლოჩოშვილი მკაცრად დასაჯეს

AutoSharing Option
ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში, "რაპიდთან" შეხვედრის 29-ე წუთზე მეტოქის თავდამსხმელთან უხეშობისთვის გაძევებული "ვოლფსბერგერის" ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ლოჩოშვილმა ამ სეზონში უკვე მესამე წითელი ბარათი მიიღო (18 მატჩში) და ლასკ-თან, "სვაროვსკისთან" და "შტურმთან" მომავალ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

გუნდის ახალმა მწვრთნელმა რომან სტარიმ განაცხადა, რომ ქართველი მცველის გაძევებამ "რაპიდთან" მატჩის ბედი, ფაქტობრივად, გადაწყვიტა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სეზონში 3 წითელი ბარათი და თან ასეთი თამაშით გაძევება,მართლაც მეტისმეტია.შესაძლოა მოძრაობის კოორდინაცია ვერ აქვს კარგი,ან კიდევ ძალიან უკომპრომისოა?მიუხედავად ამისა,გუნდის განადგურებაში მთლიანად მისი დადანაშაულება,მწვრთნელის მხრიდან,ძალიან არასწორი მგონია.მთელი მატჩი 10 კაცით რომ ითამაშო,ასე მაინც არ უნდა დაიშალო.ლუკამ კი,აუცილებლად უნდა იპოვოს ბალანსი.რაღაცით ჯაბა კანკავას მაგონებს.ალბათ იმით,რომ ახალგაზრდობაში ისიც,მოკვდებოდა,ან მეტოქეს მოკლავდა და კარისაკენ,არ გაატარებდა.დაღვინდება და შესაძლოა,ლუკაც ბრწყინვალე მცველიც დადგეს.იმედი მაქვს,ასეც იქნება.
სოსო
18:27 07-04-2021
0
ეს ყოფილა ვინი ჯონსი
გივი
13:21 07-04-2021
0

სიახლეები პოპულარული