შანსი მიქაუტაძეს - ქართველ ფორვარდს ბომბარდირობისთვის მხოლოდ 1 გოლი სჭირდება!

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა, proximus.be საქართველოს ნაკრებსა და "სერენში" მოთამაშე ფორვარდ გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს.

თავდაპირველად, გამოცემა აღნიშნავს, რომ გიორგი მიქაუტაძის მთავარი კონკურენტი დანტე ვანზიე მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ვეღარ იასპარეზებს,
რაც ქართველის საუკეთესო ბომბარდირობის შანსებს ზრდის. ამჟამად მოთამაშეებს თანაბარი, 19-19 გოლი აქვთ გატანილი. სტატიაში ბომბარდირობას წუთების მიხედვითაც განიხილავენ:

"მიქაუტაძეს 19 გოლის გასატანად 20 შეხვედრა დასჭირდა, მის კონკურენტს კი - 24. რაც შეეხება წმინდა სათამაშო დროს, ქართველმა 19 გოლი 1712 წუთში გაიტანა, ვანზიემ კი - 1815-ში.

თუკი დარჩენილ შეხვედრებში მიქაუტაძემ 103 წუთზე მეტი ითამაშა და გოლი ვერ გაიტანა, ეს ბალანსი ვაინზიეს მხარეს გადავა."

ბელგიის მეორე ლიგის დასრულებამდე
ორი ტურია დარჩენილი, "სერენმა" კი მეორე ადგილი გაინაღდა და ელიტაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

მომზადებულია proximus-ის მიხედვით

altმიქაუტაძის ჩინებული პერსპექტივა - საფრანგეთის ლიგა 1 ან ბელგიის პირველი დივიზიონი



მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მაგარია ვაჟა გაფრინდაშვილი. უთუოდ ბომბარდირი გახდება.

მიდი მერაბ!!
მაგარია შუბითიძე
17:42 14-04-2021
8
გაიტანს ჩვენი ბიჭი, გაიტანს ახლაც და მომავალშიც, ეს ბიჭი თავის თავზე თუ იმუშავებს, ახალი ლევანდოვსკი გაიზრდება. მიდი გიო, მიდი!!!
2

სიახლეები პოპულარული