გიორგი მიქაუტაძე 19 გოლით ბელგიის მეორე დივიზიონის ბომბარდირი გახდა და პირველ დივიზიონში გადასვლის შესაძლებლობა აქვს. მისი "სერენი" პლეი-ოფში "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 1-ელ მაისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 8 მაისს. მომავალი შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ისაუბრა:
"ზეწოლას არ ვგრძნობთ, თუმცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ საკმაოდ ვღელავთ. ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ, მეორე ადგილზე გავედით, მაგრამ დაწყებული საქმე უნდა დავასრულოთ.
მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ქვედა ლიგაში დაქვეითება არ უნდა, ჩვენ კი ჟუპილერ ლიგაში გადასვლა გვსურს. ასე რომ, ძალიან დაძაბული
თამაში იქნება. წარმატებული სეზონი გვქონდა, მაგრამ თუ ზედა დივიზიონში ვერ აღვზევდით, იმედგაცრუებული დავრჩებით, ვინაიდან ასე ახლოს ვართ მიზანთან".