![](https://sportall.ge/pictures/image31/cd25ef69b6685269956603e2f3998b4a.jpg)
საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სეგუნდა დივიზიონის "კარტახენაში" იანვრის ბოლოს გადავიდა, როდესაც გუნდი ბოლოსწინა, 21-ე ადგილზე იმყოფებოდა. მას ადაპტირება და სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია, რაშიც ესპანური ენის კარგად ცოდნამაც შეუწყო ხელი.
აბურჯანიას გადასვლის შემდეგ მისმა გუნდმა თანდათან გასავარდნ ზონას დააღწია თავი. 39-ე ტურში "კარტახენა" "ესპანიოლს" ესტუმრა, რომელმაც უკვე გაინაღდა პირველი ადგილი და ლა ლიგაში დაბრუნდა. სტუმრებმა მასპინძლებს მატჩის წინ საჩემპიონო დერეფანი მოუწყვეს და 2:0 დაამარცხეს.
![გამარჯვება კატალონიაში - აბურჯანია "კარტახენასთვის" წარმატების მომტანი გამოდგა Sportall.Ge](/pictures/artimages/original/e6dfa4f707e5b2beeeba38594a13e687.jpg)
გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა - ამ სეზონში კი 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.