ქვილითაიას 110-ე წუთზე გატანილი გოლით "ანორთოსისმა" ნანინანატრი თასი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის ფინალში "ანორთოსისმა" დამატებით დროში "ოლიმპიაკოსი" 2:1 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია,ბუბა დაუშვილი,თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია სასტარტოში დააყენა. მატჩი ძალიან დაძაბულად წარიმართა, პირველ ტაიმში ქვილითაიამ და დაუშვილმა ყვითელი ბარათები მიიღეს, ხოლო შესვენებაზე ქეცბაიამ ეს უკანასკნელი შეცვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ოქრიაშვილიც გააფრთხილა, 59-ე წუთზე კი ფამაგუსტური გუნდი არტამატასმა დააწინაურა, თუმცა მათი სიხარული ხანმოკლე გამოდგა - ორიოდ წუთში სარფომ ანგარიში გაათანაბრა
და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

110-ე წუთზე კი ქვილითაიამ გამარჯვების და კარიერის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ნიქოზიას 22 859-იან "Neo GSP"-ზე კორონავირუსის პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო სტადიონზე მაყურებელთა ტევადობის მხოლოდ 15% დაუშვეს, "ანორთოსისის" ფანებს 1 600 ბილეთი შეხვდათ, მათი უმეტესობა სტადიონზე ვერ შევიდა და გამარჯვებას ქალაქში ზეიმობს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
იმენნა ქეცბაიამ რომ დაამტკიცა ზოგიერთებივით ქარაქუცა რომ არ არის ეგ გამიხარდა. მართალი კაცია და ალალია ყველაფერი კარგი მაგისთვის. ბევრი სხვასავით ჩასვრილი არ დადის და კუდი ყავარზე არა აქვს გადებული, მოკლედ ნაღდია ყველაფერში და ვულოცავ სულით და გულით, წარმატებები ყველაფერში, აგიშენდა ოჯახი
5
მარადონას ვარიანტია აქ, უბრალოდ ქეცბაიას ფეხი იყო ამ შემთხვევაში და მან შეაგდო. თემურს ვულოცავ, დაუფასდა შრომა და კაი კაცობა, მასე წარმატებით და სიმართლით გევლოს
ესეა ეს
03:45 16-05-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული