"რატომ ვერ დამკვიდრდა წიტაიშვილი "დინამოს" სასტარტოში?" - სიტუაციას მისი თანაგუნდელი განმარტავს

AutoSharing Option
20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა ტრავმა მოირჩინა, ვარჯიში დაიწყო და მალე კიევის "დინამოსთან" ერთად წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრება. თუ რატომ ვერ მოახერხა წიტაიშვილმა ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, ამის შესახებ მისმა თანაგუნდელმა, უკრაინის ნაკრების მცველმა ილია ზაბარნიმ ისაუბრა.

"შესაძლოა, ყველა მხრიდან ძლიერმა ზეწოლამ შეუშალა ხელი. თავდამსხმელს მოედანზე გასვლა და შედეგის ჩვენება სჭირდება - გატანა, ბურთზე ბრძოლა. გიოს კი ერთხელ არ გამოუვიდა, ორჯერ არ გამოუვიდა - თვითრწმენა დაკარგა და უკვე რთულია დაბრუნება.

ლუჩესკუ შანსს აძლევდა, გიო გადიოდა და თავის თავზე თამაშობდა. მას ხშირად
უთქვამს, რომ საკუთარ თავზე თამაშობდა, რაც გასაგებია - შეცვლაზე 15 წუთით შედიხარ და სხვა რა უნდა გააკეთო - თავი უნდა წარმოაჩინო.

იყო შემთხვევები, ის ერთ მეტოქეს გასცდებოდა, მეორესთან კი ბურთს ჰკარგავდა, ხოლო ამის გამო მოწინააღმდეგის კონტრშეტევები იწყებოდა. ეს ლუჩესკუს არ მოსწონდა", - ციტირებს ზაბარნის ua-football-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აა, მე კიდევ რა არ ვიფიქრე...
ვვვ
10:36 22-05-2021
1
თუ ეგეთი ცუდია რას ექაჩებიან უკრაინის ნაკრებში? წაგლეჯვა გევასებათ პროსტა??? ამ დაუნებს რა უნდათ საერთოდ
sfuuu
03:57 22-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული