ათენის სპიროს ლუისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარებულ საბერძნეთის თასის ფინალში "პაოკმა" 90-ე წუთზე გატანილი გოლით 2:1 დაამარცხა "ოლიმპიაკოსი" და ტროფეის მერვედ დაეუფლა - უკანასკნელ 5 წელში მეოთხედ.
ამ მატჩის განაცხადში არ იყო სალონიკური გუნდის 21 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა, რომელიც 16 მაისს, ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ასტერასთან" 64-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
ნინუა "პაოკში" გასული წლის ზაფხულში თბილისის "დინამოდან" გადავიდა, თავის წარმოჩენაში ტრავმამაც შეუშალა ხელი და უფრო მეტად იმან, რომ იშვიათად ათამაშებდნენ - 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ნიკას იჯარით აყვანა "ანორთოსისს"
უნდოდა, მაგრამ მწვრთნელმა პაბლო გარსიამ ამის ნება არ დართო.
"პაოკი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა (ოლიმპიაკოსს 26 ქულით ჩამორჩა) და ჩემპიონთა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.