"უფას" შესაძლო დაშლის უპირველესი მიზეზი სპონსორების ნაკლებობაა. ასევე, კლუბში ნაკლებად არიან ფეხბურთელები, რომელთა გასხვისებითაც მათ სარგებლის მიღება შეუძლია.
ახლა "უფაში" 3 მილიონ ევროზე ძვირი არც ერთი მოთამაშე არ არის, Transfermarkt–ის შეფასებით. ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძეა, რომლის ღირებულება 2.5 მილიონია.
გასული სეზონის დაწყებამდე კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბის ბიუჯეტი განახევრდა. სეზონის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეცვლილა.
რუსეთის
რაც შეეხება ქართველ ლეგიონერს - ტაბიძემ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და თავს უკეთ გრძნობს. მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით
ტაბიძემ ცსკა-სთან მატჩისას ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების მცველმა გერმანიაში ოპერაცია გაიკეთა [PHOTO]