სატრანსფერო ბომბი - ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისიდან" "აპოელში" გადავიდა.

კვიპროსული პრესა აცხადებს, რომ ქვილითაიას შემდეგ "აპოელმა" ოქრიაშვილიც გადაიბირა და სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ოქრიაშვილი უკვე თავისუფალი აგენტი იყო, "ომონიასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ საბოლოო არჩევანი "აპოელის" სასარგებლოდ გააკეთა.

სატრანსფერო ბომბი - ასე აფასებს 24sports-ი განხორციელებულ ტრანსფერებს. კლუბის პრეზიდენტ პროდრომოს პეტრიდესს აღფრთოვანებული გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მადლობას უხდიან და გუნდის აღორძინების იმედს გამოთქვამენ.

"ახლა უკვე ჩეპიონები უნდა გავხდეთ, ევროტურნირებზე დავბრუნდეთ და სეზონური აბონემენტები სასწრაფოდ შევიძინოთ", - წერენ ქომაგები.

არაა გამორიცხული, "აპოელში" ფამაგუსტური გუნდიდან ბუბა დაუშვილი
გადავიდეს. მოკლედ, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისში" ახალი გუნდის აწყობა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მადლობა მაინც გადაუხადეს ქეცბაიას?
???
04 ივნისი 2021 09:08
0
ეს ტრანსფერი ქეცბაიას ნაჩალიჩარი იქნება, კონკურენტის დასუსტება თუ გინდა, მიყედე ქვილითაია და იყავი მშვიდად. ელოდოს ახლა როდის დაინიშნება პენალტი
David
04 ივნისი 2021 09:37
3
...ფიფამ გადაწყვიტა........აპოელს გადაარქვან სახელი და უწოდონ ნიუ ბარსარეალი......და ეს მოხდა სატრანსფერო ბომბის აფეთქების მერე!!!!!!!! ქვილითაია და ოქრიაშძვილი ერთ გუნდში ითამაშებენ...ავი ენები იმასაც კი აჭარტალებენ რომ დაუშვილიც იქ გადადის და უშლემოთ ითამაშებსო....ჰალილუია.....მამარდაშვილი გამოჩურჩუტდა რა უნდა ლა ლიგაში????? აჰა პოელი და მისი ჯანი..წარმოიდგინე ქეცბაც იქინე და პლანეტშორის მატჩი მარსის მერსაიდი ჰა პოელის წინააღმდეგ....ორმოციათასი ჟურნალისტი ყველა პლანეტიდან!!!!თუ ოცნებაა ოცნება იყოს!!!! კაშია დგას და კვირკველიას და მთელ გუნდს ხელებით ჯადოსნურ ჯოხს უქნევს და არაორაზროვნად ანიშნებს არიქა არავინ გაგეპაროთ მარსიმერსაიდელების გუნდიდანო ( ყველამ ვიცით რამხელა გავლენა აქვს კაშიას ხელების აწევას..აბა რაა!!)
ნუგზარ ნუცუბიძე
04 ივნისი 2021 07:38
8
ლიის მოგებას აპირებენ
tete
04 ივნისი 2021 00:44
3
ანორთოსისი ხო ააშენეს ეხლა აპოელის ჯერია, საწყალ ქეცბაიას რამის ინფარქტი დამართეს
მამუკა
04 ივნისი 2021 02:41
1
ახლა დაერხა აპოელს, ჩემპიონობა კიარა ხუთეული ექნება სანატრელი :)
sormona
04 ივნისი 2021 10:30
1
წარმატებები ქეცბას კვიპროსის ყველა გუნდის წინააღმდეგ და არა მარტო კვიპროსის! მხოლოდ ქართულ კლუბთან არა. ეს ბომბა სამეული კი იმედია მთელ კონცენტრაციას კლუბს მოახმარენ და ნაკრებს შეეშვებიან
llcl
04 ივნისი 2021 12:57
1
არაკომპეტენტური მოსაზრება ასე შევაფაებდი.
გიზოგ
04 ივნისი 2021 13:19
2
მართალია ამათგან უკეთესის იმედი ნამდვილად არ მქონდა,მაგრამ რავიცი მთლად წყალწაღებულ გუნდში მივიდნენ როგორც ვატყობ:D რავიცი ასეთ ტრანსფერებს მე პირადად მირჩევნია ქართულ კლუბებში ითამაშონ და ადგილობრივებს დაეხმარონ,პლიუს ჩემპიონატის დონეც აიწევდა.რომელიმე ევრო ტურნირის შესარჩევს მაინც თამაშობდეთ ბიჭო! რაის აპოელი?ან ყოფილიყავით ანართოსისში ისევ
აბგდ
04 ივნისი 2021 02:33
1
ამათი კაცობა და მენტალობა აქ გამოჩნდა.
04 ივნისი 2021 10:54
6
სადაც კაი პირობებია იქ უნდა წავიდნენ მაგრამ ქეცბას ასე დაკიდება ტეხავს ამ დებილებისგან,აპოელი ის აპოელი აღარ არის რაც ადრე გვახსოვს
გულშემატკივარი
04 ივნისი 2021 02:14
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული