სლუცკი - ხვიჩაზე: ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა - ფეხბურთელთა მზადყოფნა ძალიან განსხვავებულია

AutoSharing Option
ეკატერინბურგში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში "რუბინი" 0:2 დამარცხდა ადგილობრივ "ურალთან". ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ყაზანელთა გუნდში ითამაშა ტრავმამორჩენილმა ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო ზურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე. შეხვედრის შემდეგ კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ გააკეთა.

"პირველი სპარინგები ყოველთვის ძალიან არასტაბილურია. ამიტომ მთავარი ამოცანა ყველა ფეხბურთელის მეტ-ნაკლებად ერთნაირ მდგომარეობაში მოყვანაა. ჩვენთან ძალიან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინ ბომმა და კვარაცხელიამ ითამაშეს. ამიტომ ჯერჯერობით მდგომარეობა ძალიან განსხვავებულია. ვიღაც ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ვიღაცა კი ახლახან შეუდგა საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშს. ეს მათთვის პირველი თამაში იყო.

თუ
საერთო გუნდურ დასკვნას გავაკეთებთ, მთლიანობაში, მე ვთვლი, პირველ 65 წუთში საგრძნობი უპირატესობა გვქონდა, თუმცა სწორედ ამ პერიოდში გავუშვით ორი გოლი. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით შეტევაში და განსაკუთრებით, დაცვაში, რომლებმაც გოლების გაშვება გამოიწვია.

ამის მერე სათამაშო პრაქტიკის მიღება ყველა ფეხბურთელს მივეცით, რომლებიც დღეს გუნდში იმყოფებიან. ეს სამუშაო პროცესია და ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სიხარული ან ძალიან გულის დაწყვეტაა საჭირო. ალბათ, ემოცია ის გრძნობა არაა, რომელიც საკონტროლო მატჩების შემდეგ უნდა დაგეუფლოს", - ციტირებს სლუცკის კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული