შეკრებაზე მყოფმა კიევის "დინამომ" და "შახტარმა" მორიგი საკონტროლო მატჩები ჩაატარეს.
"დინამო" შვეიცარიაში "ლოზანას" დაუზავდა (1:1). დედაქალაქური გუნდის განაცხადში არ იყო გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც "ბაზელთან" პირველ სპარინგში (4:4) მიიღო მონაწილეობა - შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე. გიორგი გუნდთან ერთად ემზადება და შესაძლოა, 5 ივლისს საფრანგეთის რეგიონული ლიგის "დივონესთან" ითამაშოს.
"დინამოს" 8 ფეხბურთელი მალე უკრაინის ნაკრებიდან დაბრუნდება და კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. ამდენად, არაა გამორიცხული, წიტაიშვილს ისევ იჯარის წესით მოუწიოს წასვლა. ცნობისათვის, დედაქალაქურმა კლუბმა უკვე რამდენიმე მოთამაშე პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ჩერნომორეცში" გაუშვა.
რაც შეეხება
"შახტარს", ავსტრიაში პოლონურ "რაკუვთან" 1:2 დამარცხდა. დონბასური გუნდის განაცხადში არ იყო დავით ხოჭოლავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მწვრთნელად დე ძერბის დანიშვნის შემდეგ ის გუნდის გამოცვლას აპირებს.