ვაჩიბერაძემ "ჩერნომორეცს" უკაპიტნა და კონტრაქტიც გაუგრძელეს

AutoSharing Option
25 წლის ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე გაზაფხულზე "ლომელიდან" მშობლიურ "ჩერნომორეცში" გადავიდა და უკრაინის პრემიერლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

ოდესური კლუბის ხელმძღვნელობა კმაყოფილია ვაჩიბერაძის თამაშით და ხელშეკრულება გაუხანგრძლივა.

"ჩერნომორეცმა" ამხანაგურ მატში "ბალკანი ზარია" 2:0 დაამარცხა, ბექამ კი გუნდს უკაპიტნა და შეუცვლელად ითამაშა.

შეგახსენებთ, ვაჩიბერაძე უკრაინის ყველა ასაკაბრივი ნაკრების წევრი იყო, 2017 წელს კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

"ჩერნომორეცს" კიევის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი იური მოროზი ჩაუდგა სათავეში. დედაქალაქურმა კლუბმა "ჩერნომორეცში" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად უკვე რამდენიმე ფეხბურთელი მიავლინა და კიდევ რამდენიმეს გაუშვებს იჯარის წესით.

უკრაინის
ჩემპიონატის პირველ ტურში "ჩერნომორეცი" 25 ივლისს გასვლაზე "დესნას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული