კვარაცხელია საუკეთესოდ აღიარეს და "რუბინში" დარჩენის წინააღმდეგი არაა

AutoSharing Option
"რუბინის" გულშემატკივრებმა 2020/21 წლების სეზონში თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს, - ამის შესახებ სეზონის ონლაინშეჯამებისას გამოაცხადეს.

ხვიჩა ხუთჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ და მის თაობაზე ყაზანური კლუბის საიტი წერს: "ზედმეტი სიტყვების გარეშე! კვარა - 20/21 სეზონის მიხედვით, გულშემატკივართა მოსაზრებით, "რუბინის" საუკეთესო ფეხბურთელია".

კვარაცხელია ორჯერ ზედიზედ მიიჩნიეს რუსეთის პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად.

Rsport-ი კვარაცხელიას ციტირებს: "სპარტაკთან" მატჩზე მივდივარ. მე ჯერ კიდევ "რუბინის" ფეხბურთელი ვარ. მეც მიყვარს ყაზანი. თუ "რუბინში" დავრჩები, მოხარული ვიქნები".

თავდამსხმელმა ჯორჯე დესპოტოვიჩმა
განაცხადა, რომ მათი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, რაზეც მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კვერი დაუკრა და თქვა, რომ დესპოტს სრულად ეთანხმება.

"პარიმატჩ პრემიერის" თასზე "სპარტაკისა" და "რუბინის" მატჩი დღეს მოსკოვში, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
კიდე ერთ სეზონს რუბინში, მოყვება მეორე სეზონი, მერე მესამე და ასე დაემაგავსება ანანიძის კარიერას ხვიჩასი. რუსები რაიმე ავნონ ქართველს და საქართველოს და მაგ შანსს არ გამაზავენ. თუ დარჩა, დასრულდა მაგის კარიერა. არასდორ არცერთი დიდი ფეხბურთელი არ გამოსულა რუსეთის ჩემპიონატიდან!
Io
14 ივლისი 2021 16:21
7
ქართული პასპორტი დიდად არაფერ შუაშია? ქინქლაძეს არ ჰქონდა ქართული პასპორტი? კობიაშვილი კალაძე, არველაძე, ყაველაშვილი ცხადაძე იაშვილი ცქიტიშვილი, ზამთარაძე დემეტრაძე, ქეცბაია, ხიზანიშვილი, მაგრამ ითამაშეს მანდ, ჩვენ ვხედავთ რომ ხვიჩა მაგარია, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ალბათ ეგრე თვლიან სკაუტები, მათი საქმე ხომ ესაა, იქ ფულის ამბავიცა და ასე შემდგომ, ვფიქრობ აჯობებს დაველოდოთ, წინასწარ ჩვენი გადაწყვეტილებით თქმას აზრი არა აქვს და როცა არ ვიცით რა მოხდება, სჯობია დსველოდოთ და მერე ვთქვათ უკვე ჩვენი აზრი, მეტი კითხვა და სათქმელიც გვექნება
ზუკა
14 ივლისი 2021 16:02
1
კიდე ერთი სეზონი რუსეთის ჩემპიონატში??(( ამ ბიჭმა ხომ თქვა თავისი სიტყვა იქ და დაამტკიცა რო ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია ვიდრე რუსეთის მაჩანჩალა ჩემპიონატი, მათი კლუბები მაქსიმუმ ევრო ტურნირებზე თუ გაჩანჩალდნენ და იქვე რჩებიან ჯგუფში როგორც ყოველთვის სტაბილურად. იქ დარჩენა ფუჭი დროის კარგვაა უბრალოდ მომავალში 20 მილიონის ნაცვლად 30 მილიონს დაადებენ ფასს ამის იმედი აქვთ მაგრამ ეს უფრო ამცირებს შანსებს ევროპაში მოხვედრის(( რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელში 30 მილიონის გადამხდელი არავინ არარი. ეს მისი აგენტი კი იძახდა ხვიჩა ამ ზაფხულს გადავა ტოპ 5 ჩემპიონატის გუნდშიო ვნახოთ შეასრულებს თუ არა სიტყვას, იმედია არ დაღუპავს ამ ბიჭს და არ დააკარგინებს ამ ძვირფას წლებს რუსეთის მაჩანჩალა ჩემპიონატში თამაშში
ირაკლი
14 ივლისი 2021 15:41
0
"რუბინში" დარჩენა კატასტროფა არ არის. კარგი მწვრთნელი ჰყავს, და სათამაშო დროც არ აკლია. არც გულშემატკივრების სიყვარული და მხარდაჭერა.
tngh
14 ივლისი 2021 15:40
2
ჯერ ერთი ეხლა გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა ცოტა ხანია მერე მეორე რუბინში ერთი სეზონი თუ დარჩება 15-15 ზე უნდა დადოს შედეგი მინიმუმ და მერე უკვე ფულიც არავის დაენანება ასე რომ ნუ ჩამოყარეთ ყურები ხალხნო და ნუ წერთბრაღაცა სისულელეებს . კვარას ერთადერთი მინუსი აქვს ქართული პასორტი და მაგასაც თავისი მაგარი თამაშით პლიუს გახხდის. დაწყნარდით !!!
ლშა
14 ივლისი 2021 14:42
9
ერთი სეზონი რუბინში კატასტროფად არ მიმაჩნია
L.J.
14 ივლისი 2021 13:17
5
შევხედოთ რეალურად,ერთი კარგი სეზონი რუსეთში არაფერს ნიშნავს.მეც მაგრად მინდა ვნახო ხვიჩა ტოპ 5ში მაგგრამ ისეთი ფასიც დაადეს 20მლნ ევრო რო რავი მეგობრებო ვლაშიჩშო არ იხდის მილანი 25სს თან პრემიერლიგის გამოცდიმება აქვს და ხორვატია ეს პლოუსიც აქვს
L.J.
14 ივლისი 2021 13:15
0
ეჰ კვარა კვარაა წვერი მაინც გაიპარსე თუ წასვლა არგინდა)) ზუსტად ამ ასაკში უნდა გადახვიდე რო შეეგუო ევროპულ ტემპს ფეხი აუბა იქაურ ფეხბურთს
beqa
14 ივლისი 2021 12:46
4
გადამსველი აქამდე გადავიდოდა. დამთავრდა ამის ფეხბურთი!
ზურა
14 ივლისი 2021 12:43
16
აშკარად რუბინში ტოვებს ამას ჯუღელი. იგრავოი პრაქტიკა უნდა მიიღოს :D :D :D
George
14 ივლისი 2021 12:10
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული