ქართველების "ვოლფსბერგერმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერმა" სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა - ავსტრიის თასის პირველ რაუნდში გასვლაზე დამაჯერებლად სძლია "ვინერს" (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

"ვინერი" ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და სახელოვანი კლუბია, მაგრამ ახლა კარგი დროება არ უდგას, რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს და ბუნდესლიგის წარმომადგენელმა იოლად დაამარცხა.

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორბელიძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

25 ივლისს, ბუნდესლიგის პირველ ტურში "ვოლფსბერგერი" სტუმრად "კლაგენფურტს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძირითადის კაცი ლოჩოშვილია და არა გიორბელიძე და ნაკრებში შანსი გიორბელიძეს ეძლევა და არა ლოჩოშვილს, ცოტას უცნაურია, არა იმას არ ვამბობ გიორბელიძე არ უნდა გამოვიძახოთ, მაგრამ ლოჩოს იგნორი გასაკვირია.
5
გადახედე ბოლო სეზონს და ნახავ რომ გიორბელიძე იყო ვოლფსბერგერის ძირითადში, ლოჩოშვილი კი ძირითადად შეცვლებზე შედიოდა ან სკამზე იჯდა.
Georgian
19:48 17-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული