წიტაიშვილი გაურკვევლობაში - ოდესაში ბუნტია

AutoSharing Option
ოდესელებს "დინამოს" ფარმ-კლუბობა არ აწყობთ

უკრაინულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის "დინამომ" 20 წლის შემტევი გიორგი წიტაიშვილი იჯარით "ჩერნომორეცში" გაუშვა და ამხანაგურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოდესურ კლუბს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია. საიტზე ვკითხულობთ, რომ ამა და ამ სპარინგებში გუნდს ბექა ვაჩიბერაძემ უკაპიტნა და სინჯებზე მყოფმა ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა.

"ua-football"-ი ტელეგრამ არხ "Troublemakers & Ultras Action"-ზე დაყრდნობით სიტუაციას განმარტავს:

პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ჩერნომორეცს" სათავეში "დინამოს" დუბლების მწვრთნელი იური მოროზი ჩაუდგა, რომელმაც თან თანაშემწეები სერგეი შმატოვალენკო და ანდრეი ანენკოვი წაიყვანა და აგრეთვე
რამდენიმე ფეხბურთელი.

ეს ამბავი კი ოდესელ ფანებს არ მოსწონთ და ულტიმატუმი წაუყენეს - ყველა კიეველმა ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა დატოვოს გუნდი, წინააღმდეგ შემთხვევაში მატჩებს ჩაშლიან. ისინი აცხადებენ, რომ თუ ეს კიევური გუნდია, დაე დედაქალაქში ითამაშონ.

ჩემპიონატზე პირველი საშინაო მატჩი "ჩერნომორეცმა" 31 ივლისს "დნიპრო 1"-თან უნდა ჩაატაროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული