მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე ერთმანეთის წინააღმდეგ

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა და ახალი სეზონის დაწყებამდე შვიდ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი იუწყება. ფრანგებს ერთ-ერთი დაპირისპირება ბელგიურ "გენტთან" ექნებათ, სადაც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის. უახლოესმა შეხვედრებმა უნდა გამოაჩინოს, მთავარი მწვრთნელი ფედერიკ ანტონეტი მომავალ სეზონში ქართველ ფორვარდს რამდენად დაეყრდნობა.

"მეცი" 23 ივლისს ლუქსემბურგულ RFCU-ს დახურულ კარს მიღმა შეხვდება, დანარჩენი მატჩების დასწრებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება მოგვიანებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მიიღება. "გენტთან" მატჩი 25 ივლისს
დაიგეგმა.

"მეცი" კიდევ ერთ ბელგიურ კლუბ "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება. დაზუსტებულია ორ მეტოქესთან  - "დიჟონსა" და "სტრასბურთან" თამაშიც.

შეგახსენებთ, "მეცს" უკვე ორი ამხანაგური მატჩი ჰქონდა, მიქაუტაძის ანგარიშზე კი ერთი  გოლია. რაც შეეხება "გენტს" - ჩაკვეტაძემ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ,  ნიდერლანდური "უტრეხტის" წინააღმდეგ (0:3) 60 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდს ნორვეგიულ "ვოლერენგასთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აქვს შეხვედრები გასამართი და მალე ბელგიის ჩემპიონატიც  სტარტს აიღებს.

altმიქაუტაძემ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშა

altდაიწყო, დაიწყო - მიქაუტაძემ "მეცში" სეზონის პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

altგიორგი ჩაკვეტაძემ "გენტში" უკვე 1 საათი ითამაშა

altჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას გუნდები კონფერენს ლიგისთვის ემზადებიან







მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩაკვე ჩვენი იმედი ხარ!
1
ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე... და კიდევ ბევრი სხვაც... საქართველოს ნაკრების იმედია!!! 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე!!!
tngh
15:15 21-07-2021
3

სიახლეები პოპულარული