sempremilan: "მილანი" კვარაცხელიას კი არა, "დორტმუნდის" ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
"რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება და სიმართლის დადგენა შეუძლებელია.

sempremilan-ი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ საათებში ბევრი დაიწერა კვარაცხელიას "მილანში" გადასვლაზე, მაგრამ მას მხოლოდ აკვირდებიან, არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და როგორც ჩანს, იტალიური კლუბი სულ სხვა ფრონტზე მუშაობს.

გამოცემის მტკიცებით, "როსონერის" "დორტმუნდისა" და გერმანიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველ იულიან ბრანდტის იჯარის წესით აყვანა სურს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნუ ღელავთ პატივცემულო გულშემატკივარო. კოლხი ჭაბუკი მერწმუნეთ არაჩვეულენრივად კომფორტულად არის,იგი იმაზე უკეთაა ვიდრე იმ კლავიატურის ლომებს გონიათ, ხან "მილანში" და ხან "ლესტერში" რომ გაამწესეს,ის შემდგარი ფეხბურთელია, ნაკრების წევრი,ცმობადი სახე 150 მილ.ქვეყანაში, პოზიტიური პრესა და ძალიან მაღალი ხელფასი, რატო არ უნდა იყოს ბედნიერი?
gela
26 ივლისი 2021 17:27
0
დიდი კრიზისია ფეხბურთში, ოლიგარქების და შეიხების გუნდებს თუ არ ჩავთვლით. 20 ლიმონი დიდი ფულია დღესდღეობით. 10 რო ღირდეს უკვე გაყიდული იქნებოდა
მეგრელი
26 ივლისი 2021 15:18
0
ხოო აბა რა, 2 რო ღირდეს ხო საერთოდ, ეე თქვენ რა იცით ჯუღელი რა ხილია!
კაბუ
26 ივლისი 2021 17:13
2
კი, 20 მილიონს რუბინი ფეხს არ უცვლის და ამდენს რუსეთის პრემიერლიგის გუნდის ფეხბურთელში არავინ გადაიხდის ამ კრიზისის დროს!
kaxa
26 ივლისი 2021 16:41
1
სადაა აქ მილანს მაგის ფული 20 წლის ფეხბურთელში 20 მილიონი იხადოს? ვერ ხედავთ იჯარაზე ეჩალიჩება გერმანელს და საერთოდ ამ ბოლოს ვინც მოიყვანა ყველა ან უფასო იყო ან იჯარაა. წავიდა ის დრო როცა მილანი ახალგაზრდა ტალანტებში დაუფიქრებლად იხდიდა მილიონებს.
fff
26 ივლისი 2021 15:15
0
წელს თუ არ წავიდა,ეს ბიჭი რუსეთს თავს ვეღარ დააღწევ! და თუ დააღწევს ეს უკვე რუსეთში კარგად გამოწურული ხვიჩა იქნება,ისევე როგორც კვირკველია!საუდის არაბეთი ,ამერიკა,ემირატები იქნება ბოლო!
გაბო
26 ივლისი 2021 15:05
5
რჩება რუბინში და აცადეთ!!! რჩება!!!
joko
26 ივლისი 2021 13:40
3
ამიტომ ვწერ ყოველ კომენტარებში, რომ უკვე ამ განცხადებების აღარ მჯერა! არ ვიცი ეს ყველაფერი, შეგნებულად თუ შეუგნებლებად კეთდება, ვეღარ ვიგებ. გეყოთ ჩვენი და ხვიჩას გულშემატკივრების დაცინვა. ეხლა ყველაზე ძალიან ხვიჩა მეცოდება, ასეთ გაუგებრობაში. დაუფრთხილდით ხვიჩას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას!
ჟურნალისტებო, გეყოთ ჩვენი დაბოლება!
26 ივლისი 2021 12:15
2
ამდენი საუბრის მერე რომ ხვიჩა ისევ რუბინში დარჩეს ვფიქრობ ძალიან გაუჭირდება ფსიქოლოგიურად და შეიძლება მოუკლოს თამაშს
ბექა
26 ივლისი 2021 10:56
2
უკვე მასხარაობად იქცა ამის ტრანსფერის თემა.
შმექსპერტი
26 ივლისი 2021 08:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული