მხარეებმა ხელი ერთწლიან კონტრაქტს, გახანგძლივების პერსპექტივით, მოაწერეს.
მერებაშვილი პოლონეთში 5 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და პლოცკის "ვისლას" რიგებში 131 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა. თბილისის "დინამოში" კი სამჯერ ჩემპიონის ტიტული და ამდენჯერვე საქართველოს თასი მოიპოვა.
პოლონური კლუბი აღნიშნავს, რომ გიორგი უნივერსალური ფეხბურთელია: "თავს საუკეთესოდ შემტევ ნახევარმცველად ვგრძნობ - შემიძლია ვითამაშო მარჯვნივ, ასევე მარცხნივ ან ცენტრში, ფორვარდის უკან" - ამბობს ახალწვეული.
მერებაშვილი "ვისლას" დაემშვიდობა, დაბრუნდება თუ არა სამშობლოში?!
ქართული ლეგიონის ამბები: მერებაშვილის გამომუშავებული პენალტი, ჭანტურიშვილის არჩათვლილი გოლი [VIDEO]