როგორც კლუბის "ფეისბუქგვერდიდან" ვიგებთ, 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მე-4 ნომრით ასპარეზობს, გუნდის მაისურით 399 წუთი ითამაშა. ბერიაშვილის პასების სიზუსტე 88% იყო. მან სამი საგოლე მომენტი შექმნა, რომლებისგანაც ერთი გოლად აქცია. ქართველ მცველს მოწინააღმდეგის კარისკენ 5 დარტყმა ჰქონდა, საკუთარ კართან ახლოს კი ბურთი 23-ჯერ ჩაჭრა.
"როტორი" FNL-ში ჯერჯერობით მოუგებლადაა, მაგრამ არც დამარცხებულა. კლუბმა ოთხ მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და ამდენივე
შეგახსენებთ, ვოლგოგრადელთა რიგებში შემტევი ბექა ქავთარაძე და ქართული გვარის მქონე ნახევარმცველები, ნიკოლაი ყიფიანი და გიორგი მახათაძე გამოდიან.
"როტორი" პირველი გამარჯვების მოპოვებას უახლოეს შეხვედრაში, 8 აგვისტოს, სტუმრად "ლიპეცკის" წინააღმდეგ შეეცდება, სადაც 33 წლის რუსლან ახვლედიანი გამოდის.
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია