"როტორი" ბერიაშვილით კმაყოფილია და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

AutoSharing Option
რუსეთის რანგით მეორე ლიგაში (FNL) მოასპარეზე ვოლგოგრადის "როტორი" კლუბის ახალწვეულ ილია ბერიაშვილის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს და ქართველი მცველის თამაშით კმაყოფილია.

როგორც კლუბის "ფეისბუქგვერდიდან" ვიგებთ, 23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მე-4 ნომრით ასპარეზობს, გუნდის მაისურით 399 წუთი ითამაშა. ბერიაშვილის  პასების სიზუსტე 88% იყო. მან სამი საგოლე მომენტი შექმნა, რომლებისგანაც ერთი გოლად აქცია. ქართველ მცველს მოწინააღმდეგის კარისკენ 5 დარტყმა ჰქონდა, საკუთარ კართან ახლოს კი ბურთი 23-ჯერ ჩაჭრა.

"როტორი" FNL-ში ჯერჯერობით მოუგებლადაა, მაგრამ არც დამარცხებულა. კლუბმა ოთხ მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და ამდენივე
გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მეორე გოლის ავტორი აზატ ბაირაევი დაცვის ცენტრში ბერიაშვილის მეწყვილეა.

შეგახსენებთ, ვოლგოგრადელთა რიგებში შემტევი ბექა ქავთარაძე და ქართული გვარის მქონე ნახევარმცველები, ნიკოლაი ყიფიანი და გიორგი მახათაძე გამოდიან.

"როტორი" პირველი გამარჯვების მოპოვებას უახლოეს შეხვედრაში, 8 აგვისტოს, სტუმრად "ლიპეცკის" წინააღმდეგ შეეცდება, სადაც 33 წლის რუსლან ახვლედიანი გამოდის.

altბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია

altკაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით


მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაში გრძელდება 90 წუთი. 4-ჯერ 90 არის 360 წუთი. 399 წუთი თუ ითამაშა, გამოდის 39 წუთი ზედმეტი უთამაშია. რუსეთში საათის ცნობა არ იციან, თუ ანგარიში?
ჰაჰა
11:38 04-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული