კაშიამ გაიტანა - "სლოვანმა" ევროპა ლიგაზე გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "იანგ ბოიზთან" დამარცხების შემდეგ გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" ევროპა ლიგის შესარჩევ ტურნირზე გადაერთო და დღეს გასვლაზე 3:1 დაამარცხა გიბრალტარის "ლინკოლნი".

მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "ტრენჩინთან" კაშია დაასვენა, ხოლო კანკავა 88-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. დღევანდელ შეხვედრაში კი ორივე შეუცვლელად ათამაშა და კაშიამ მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც კუთხურის მოწოდებისას მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა. ამის შემდეგ "სლოვანმა" კიდევ ორი გოლი გაიტანა
და 3:0 დაწინაურდა. თუმცა 71-ე წუთზე კაშიასთან ბრძოლაში მოედანზე მასპინძელთა განელი თავდამსხმელი ოკრანი
წაიქცა და უოლკერმა პენალტი გაიტანა.

ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 10 აგვისტოს ბრატისლავაში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სად ნახეს ეს ვაისი....
toma
10:58 06-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული