ფრე და სირცხვილი პოლონეთში - ხვიჩას მაისურზე გვარი წვიმამ ჩამოარეცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინმა" პოლონეთში ფრეს მიაღწია "რაკუვთან" - 0:0.

მთელი მატჩის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა და ხვიჩას მაისურზე გვარი თითქმის წაუშალა. მსაჯმა ყაზანური გუნდის მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის, ფეხბურთელებისთვის ფორმის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ მათ ამუნიციის სხვა კომპლექტი არ აღმოაჩნდათ და მეორე ტაიმში მაისურებზე ნომრები მარკერით დაიწერეს. რუსი ჟურნალისტები ხუმრობდნენ, რომ მათი გუნდი ბაზრობაზე ნაყიდი დაბალი ხარისხის ფორმით გავიდა მოედანზე. იმავეს წერს პოლონური გამოცემა sportowefakty. ჟურნალისტი ტანკრედი პალმიერი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ეს ყველაზე მდიდ
არი კლუბების ტურნირი არ არის, მაგრამ ისეთი ეკიპირებით თამაშობენ, როგორითაც პაბ-ლიგაში ლოთები.

Sportall.Ge

ასეთ პირობებში თამაში, რა თქმა უნდა, ძნელი იყო, თუმცა კვარაცხელიას ცდა არ დაუკლია. პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულმა გოლი ვერ გაიტანა, შესვენების შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე ზოტოვი გაიყვანა და მან მიზანს ვერ უწია. 65-ე წუთზე სამ მცველს გაექცა, კარშიც დაარტყა, თუმცა ბოლო მომენტში მცველმა დაუბლოკა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 12 აგვისტოს ყაზანში გაიმართება და სტუმრად მიღწეული ფრის შემდეგ "რუბინს" პოლონური ბარიერის გადალახვის ურიგო შანსი როდი აქვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვუყურებდი თამაშს და ყველაფრის მიუხედავად ხვიჩა ხვიჩობდა სხვა არაფერი არ ვარგოდა .
დევკალიონი
06 აგვისტო 2021 01:42
2
და ამ გუნდში დარჩენას ურჩევენ აქ ზოგიერთები, გუნდში რომელშიც მაისურზე თამაშის წინ ნომრებს ფლომასტერით აწერენ
Io
06 აგვისტო 2021 01:49
8
ფორმის ხარისხი სრულ შესაბამისობაში არის რუსეთის ჩემპიონატის.
ყველაზე მეტად კი "მომწონს" კომენტარები სადაც სლუცკის აღმერთებენ.ალბათ რუსული პრესის გარდა არაფერს კითხულობენ, თორემ ამ "გამოჩენილი მწვრთნელის" ალკოჰოლთან ურთიერთობის შესახებაც რაიმე ეცოდინებათ.
მხოლოდ მტერსა და უტვინოს შეუძლია უსურვოს კვარაცხელიას დარჩენა რუსეთში.
ჟორა
06 აგვისტო 2021 10:16
9
და რა დავწერე ტყუილი ან დასაბლოკი, ან თამაშს არ უყურეთ ან თამაშის მერე თურქების ზღვარგადასულ თავხედობას?!... ამას ვერ ამჩნევთ და რუსების ჩამოწუწულ საღებავებს მისტირით?!... იმიტომაც არის, რომ თავმოყვარეობა აღარ შერჩა ქართველ კაცს...
მ.ტ.
06 აგვისტო 2021 15:57
2
რუბინია პროვინციული გუნდი დდ ჯიგარო ერთი ფეხბურთელი გაყიდა მთელი შენი ნაკრების ფასად და მეორე სასტავით კარში არ დაარტყმევინა ნორმალურად რასაც ქვია მეტოქეს შენთუ გაცვია კარგი ფორმა მიტო არცხვენ ხო შენ ქვეყანას თან ვისთან ბიჭო რას უკირკიტებ სხვა როცა შენია დიდ .... მიხედე შენსას სხვასრო აქილიკებ ან რა ჭირს რუბინს ქართველი ქომაგის გასაკრიტიკებელი გაგლიჯავდა მაგ ბაქოს ნეფჩს რუბინი შუაზე და ზედ იმ სივასფორსაც მიაყოლებდა ვისთანაც ასე სამარცხვინოდ წავაგეთ ოც წუთში ბიჭოოო თან ვეღარ დარბოდენ ჩვენები დადიოდენ მოედანზე რასაც ქვია ვი ვის.ნერა ქუთაისში გყუყგვყავდეს ეგეთი დონის გუნდი კი განახებდი ამოყირავებულს ბარეორს თან ყოველ წელიწადს ხალხიც ბლომად ივლიდა სტადიონზე დღესრო ორი კაკალა დადის ..
zaza
06 აგვისტო 2021 13:34
2
ტერმინი "პროვინცია" სალანძღავი ტერმინი გგონია? ეს ლათინური სიტყვაა და ქვეყნის ან სახელმწიფოს ადმინისტაციულ ერთეულს ნიშნავს.
ზაზას
06 აგვისტო 2021 15:17
1
წვიმამ ჩამოარეცხაო.. რა იყო სამგორში იყიდეს ამის მაიკა მეორადებში
nknk
06 აგვისტო 2021 08:42
1
მთავარია პროფესიონალიზმი,რა გეცმევა და როგორი სულ არ მაინტერესებს,მთავარია ბევრი გოლი მეტოქის კარში, ეგ არის ,,მეიდ ენ ჩინა,, რა გიკვირთ?რუსეთშიც ჩინეთმა მოიცვა ბაზარი.
სვანსკი
06 აგვისტო 2021 11:03
0
ხო-ხო მაისურზე გვარის წაშლამ შეუშალა ხელი მეკარესთან პირიპირ გასულს გოლის გატანაში. ეგ კი არა ძალიან ერთფეროვნად თამაშობს და თითქმის უკვე ყველამ იცის ბურთ რომ მიიღებს რის გაკეთებას აპირებს.
leo
06 აგვისტო 2021 10:18
17
აი მექრთამე ჟურნალისტებისგან ზედმეტად გაპიარებული კვარაცხელია,
ტულა
06 აგვისტო 2021 12:45
14
არ ვიცი ევროპისთვის მზად თუ არის. ერთი კია , ბევრი უნდა იმუშაოს. წარმატებები....
???????????????
06 აგვისტო 2021 11:33
4
რაც ყველაზე ცუდია, სულ ცოტა ხნის წინანდელი რუსული პრესა, ხვიჩაზე საგრძნობლად შეიცვალა და "перехваленный" და "возомнившый" ჩნდება, მის პერსპექტივას კი "ზენიტს" ან თურქეთს უკავშირებენ. ძალიან ცუდი! pr-ი და კარგი პრესა ნახევარი საქმეა. აქ ერთ-ერთ კომენტში მკითხველი "რუბინს" სოფლის კლუბად იხსენიებს და დაბომბეს დისლაიქით, ვინ აღმოჩნდა მართალი? თავმოყვარე ქვეყნის თავმოყვარე კლუბი, ევრო-ტურნირზე მსგავსი ეკიპირებით წარსდგებოდა? პროვინციული კლუბი არ ღალატობს თავის მეშჩანურ მენტალიტეტს.
რატი
06 აგვისტო 2021 12:09
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული