
კვიპროსის 2021-22 წლების ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს, "აპოელი" კი, სადაც ასევე გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი გამოდიან, "პაფოსს" ესტუმრება.
მოსამზადებელ შეკრებაზე ოქრიაშვილსა და დაუშვილს საკმაოდ ბევრი გაუცდათ, თუმცა ჩემპიონატის სტარტისთვის მომჯობინებას ორივე ახერხებს. ამის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება, სადაც ვილი სანიოლის "ჯვაროსნები" საკუთარ მოედანზე კოსოვოსა (2 სექტემბერს, ბათუმში) და სტუმრად ესპანეთის ნაკრებს (5 სექტემბერი) დაუპირისპირდება.