ჩაკვეტაძე პოლონეთშია და "რაკუვთან" მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
"გენტი" "რაკუვთან" კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის ჩასატარებლად დღეს პოლონეთში ჩაფრინდა. გუნდთან ერთადაა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და "მეხელენთან" საგოლე პასი გააკეთა.

დღეს "გენტი" ბელსკო-ბიალას სტადიონზე ივარჯიშებს, ხვალ კი თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ბელგიაში 26 აგვისტოს ჩატარდება. მოკლედ, გიორგის გუნდი ახალი ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპთან ახლოსაა, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ "რაკუვმა" საკვალიფიკაციო ტურნირის მესამე ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას "რუბინს" სძლია.

ქართველი გულშემატკივრებისთვის კი მთავარი ჩაკვეტაძის ფორმაში ჩადგომა და სექტემბერში სანაკრებო მატჩებისთვის
მისი მზადყოფნაა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები გიორგის!!! ფრთხილად, ფორსირება არ არის საჭირო... წინ სანაკრებო თამაშებია...
tngh
15:27 19-08-2021
0
გიორგი მთელი საქართველო იმედით შემოგყურებს. გაუფრთხილდი მუხლებს!
ბიძია
06:45 19-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული