არსაიდამ ხმა, არსით ძახილი - რუსული მედია თვლის, რომ კვარაცხელიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს "რუბინი"

AutoSharing Option
დღეს რამდენიმე ინგლისურმა და რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე, მათ შორის ყველაზე აქტიურად "ტოტენჰემის" ვარიანტს მოიხსენიებენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია (თუ მარჩიელობა) და მეტი არაფერი - არავითარი კონკრეტული ინფორმაცია არც მოლაპარაკებებზე და არც ტრავმაზე. ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.

აი, რას წერს კვარაცხელიას შესახებ "ჩემპიონატი: "ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის აუცილებლობა. აქ უკვე ფეხბურთელის ამბიციები საკლუბოს არ შეესაბამება. ქართველი პარტნიორთა დონეზე გადაიზარდა და ახალი გამოწვევა სჭირდება, რათა დეგრადაციის პროცესი არ დაეწყოს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ აგენტმა მისი
წასვლა ლამის 90%-ით შეაფასა. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა და მერე - დუმილი.

თუმცა, პრესაში აქამდე ცირკულირებს ინფორმაცია "ტოტენჰემში" შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზე რჩება. მძლავრი ბრიტანელი ინსაიდერები არ თვლიან, რომ გარიგება ახლოსაა დასრულებასთან. თუ საბოლოოდ გარიგება ჩაიშლება, ხვიჩა ვლაშიჩის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. კლუბი ევროტურნირებზეც კი არ თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელს მინიმუმ ზამთრამდე დონის ჩვენება მართებს. და სად მოიძიოს მოტივაცია? ახლა ხვიჩა ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია და არაა გამორიცხული, თუ რუსეთის პრემიერლიგაში დარჩა, ტრავმები უფრო ხშირი მოვლენა გახდეს".

sportall.ge ცდილობს კვარაცხელიას თაობაზე უტყუარი ინფორმაცია მოიპოვოს და უახლოეს პერიოდში მკითხველს აცნობოს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
რუსებმა საშვილიშვილოთ მოინდომეს გაკეთება.ძვირია ძვირი.
cheroeli
23 აგვისტო 2021 16:24
0
აცალეთ ჯურელს, მინიმუმ კრილია სოვეტოვი ჯიბეში უდევს, მისი აზრით კი ეს აშკარა პროგრესია
დინამოელი
22 აგვისტო 2021 20:34
0
ამის ტრანსფერს ხომ არ დაადგა საშველი
gia
22 აგვისტო 2021 11:31
2
ჯუღელს არ ძინავს!!))
ჯიმი
22 აგვისტო 2021 19:20
0
რა ხდება რით ვერ დასრულდა პერეგავორები,ვერ ხედავთ აწყვეტილია და უმ სოფლის გუნდში გოლები გოლებზე გააქვს..
აჩი
22 აგვისტო 2021 09:03
5
ახლა ესპანეთის დროა როცა იქ მესი და რინალდო აღარ არიან მის ტექნიკაზე მთელი ესპენეთი ილაპარაკებს.ვალენსი იდიალურია ეხლა.გრანადასთან კვარა ჭირდებოდათ.
მოსეხონელი
22 აგვისტო 2021 08:01
3
სატრანსფერო ფანჯარა იხურება:
საფრანგეთი, ინგლისი - 31 აგვისტო
იტალია - 2 სექტემბერი
გერმანია, ესპანეთი - 2 სექტემბერი
ქ. გ.
22 აგვისტო 2021 02:19
0
5 სექტემბერს იხურება სატრანსფერო ფანჯარა და იქამდე გაირკვევა ყველაფერი წასვლა არ წასვლაზე
Gio
22 აგვისტო 2021 00:06
3
ამ კომენტარებში ჩანს, რა გამ/ლი ერი ვართ, რა გინდათ, არ გჯერათ რომ ტოპია? ნუ უყურებთ ფეხბურთს, რაგბის უყურეთ, თუ გესმით რაგბის რამე.
21 აგვისტო 2021 23:54
5
მამარდაშვილზეც მასე იძახდით რომ სკამი უნდა ხეხოსო და კაცი ესპანეთის ერთ_ერთ საუკეთესო გუნდის ძირითადშია. მთავარია შრომა არ შეეზაროს. რაც შეეხება ხვიჩას მას აშკარად ჭირდება ახალი გუნდი და მეტი მოტივაცია, თუნდაც ტოტენჰემში წარმოიდგინეთ როგორ უნდა ივარჯიშოს სონი რომ ამოაგდოს სასტავიდან. რუბინში ვინ უნდა გაუწიოს კონკურენცია? წარმატებები ხვიჩა ღმერთი შენსკენ ძმაო. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს, შენ წარმოიდგინე ბოღმიანი ხალხიც გულის სიღრმეში შენი გულშემატკივარია.
roma
21 აგვისტო 2021 23:51
4
მაგარი ცხვირაბზეკილი ტიპია,ძაან ზემოდან იყურება რაღაც,ბევრგან გამოავლინა ეს თვისება
დათო
21 აგვისტო 2021 23:16
44
მაგისი ცხვირაბზეკილობა სად ნახე არ ვიცი, მაგრამ მაგარი შურიანი და ნეუდაჩნიკი რომ ხარ, ყველას კი დაანახე
წ შენი
22 აგვისტო 2021 01:50
5
დაიძინე რა,რას აწვალებს კლავიატურას
ბაჩი
22 აგვისტო 2021 00:57
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული