დღეს რამდენიმე ინგლისურმა და რუსულმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე, მათ შორის ყველაზე აქტიურად "ტოტენჰემის" ვარიანტს მოიხსენიებენ, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია (თუ მარჩიელობა) და მეტი არაფერი - არავითარი კონკრეტული ინფორმაცია არც მოლაპარაკებებზე და არც ტრავმაზე. ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
აი, რას წერს კვარაცხელიას შესახებ "ჩემპიონატი: "ცხადია, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის აუცილებლობა. აქ უკვე ფეხბურთელის ამბიციები საკლუბოს არ შეესაბამება. ქართველი პარტნიორთა დონეზე გადაიზარდა და ახალი გამოწვევა სჭირდება, რათა დეგრადაციის პროცესი არ დაეწყოს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ აგენტმა მისი
წასვლა ლამის 90%-ით შეაფასა. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა და მერე - დუმილი.
თუმცა, პრესაში აქამდე ცირკულირებს ინფორმაცია "ტოტენჰემში" შესაძლო გადასვლაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ ვარაუდის დონეზე რჩება. მძლავრი ბრიტანელი ინსაიდერები არ თვლიან, რომ გარიგება ახლოსაა დასრულებასთან. თუ საბოლოოდ გარიგება ჩაიშლება, ხვიჩა ვლაშიჩის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება. კლუბი ევროტურნირებზეც კი არ თამაშობს, მაგრამ ფეხბურთელს მინიმუმ ზამთრამდე დონის ჩვენება მართებს. და სად მოიძიოს მოტივაცია? ახლა ხვიჩა ტრავმის შემდეგ აღდგენის პროცესშია და არაა გამორიცხული, თუ რუსეთის პრემიერლიგაში დარჩა, ტრავმები უფრო ხშირი მოვლენა გახდეს".
sportall.ge ცდილობს კვარაცხელიას თაობაზე უტყუარი ინფორმაცია მოიპოვოს და უახლოეს პერიოდში მკითხველს აცნობოს.
საფრანგეთი, ინგლისი - 31 აგვისტო
იტალია - 2 სექტემბერი
გერმანია, ესპანეთი - 2 სექტემბერი