"ჩერნომორეცი" დამარცხდა, წიტაიშვილს არ უთამაშია

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მე-5 ტურში ოდესის "ჩერნომორეცი", სადაც გიორგი წიტაიშვილი და ბექა ვაჩიბერაძე გამოდიან, საკუთარ მოედანზე დონეცკის "შახტართან" 0-3 დამარცხდა. შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ვაჩიბერაძემ მიიღო.

ოდესელები მე-13 წუთზე კაცნაკლულები დარჩნენ. ამას პირველ ტაიმში დონეცკელთა ორი გოლიც დაერთო და მატჩის ბედი ფაქტობრივად, გადაწყდა.

ბექა ვაჩიბერაძე 78-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი წიტაიშვილი კი განაცხადშიც არ ყოფილა. შეგახსენებთ, გასულ ტურში "მარიუპოლის" (3:2) წინააღმდეგ ქართველი ნახევარმცველი შეხვედრაში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. გიორგიმ იმ მატჩში მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

"ჩერნომორეცი", რომელსაც ხუთი თამაშის შემდეგ მხოლოდ 3 ქულა აქვს, 27
აგვისტოს "ოლექსანდრიას" უმასპინძლებს, ამის შემდეგ კი გიორგი წიტაიშვილი ვილი სანიოლის სანაკრებო სიაში მოიაზრება, რომელიც 23 აგვისტოს უნდა გამოქვეყნდეს.

alt"წიტაიშვილი კიდევ უფრო უკეთ ითამაშებს" - ამბობს "ჩერნომორეცის" მწვრთნელი

altწიტაიშვილის დებიუტი - "ჩერნომორეცმა" ზღვის ფსკერიდან ამოსვლა დაიწყო


მკითხველის კომენტარები / 3 /
უთამაშებლობის მიზეზიც უნდა გაარკვიოთ და დაწეროთ,თორე მიეცა ჭორიკანებს საქმე, სავარაუდოდ მიზეზი ტრამვა უნდა იყოს.
gio gio
17:14 23-08-2021
0
საინტერესოა რატომ არ ათამაშებენ ჩვენი "მეგობარი" უკრაინელები წიტაიშვილს არცერთ გუნდში ?? სად ხართ "პაწრიოწებო" ? ასეთი რამე რუსებს რომ ექნათ ლანძღვა გინებით აიკლებდით მთელ რუსეთს და პუტინი--გაზაევი-იმ გუნდის მწვრთნელების "შეთქმულებაზე" დისერტაციებს დაწერდით @
ზურა222
20:32 22-08-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული