კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჯუღელთან

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ კი ქართველ გულშემატკივრებს განსაკუთრებული ყურადღება აქვთ მიპყრობილი.

SPORTALL.GE "კვარას" აგენტ მამუკა ჯუღელს დაუკავშირდა.

"ტოტემჰემი" და "ნაპოლი"

"როგორც "ტოტემჰემის", ასევე "ნაპოლის" ხელმძღვანელობასთან აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს. თუმცა საკითხები ბოლომდე შეთანხმებული არაა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

"რუბინი" ხვიჩას ტრანსფერს ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობს, მაგრამ მას Transfeemarkt-ზე აქვს თავისი ფასი, ეს მისმა მსურველმა კლუბებმა იციან და ვისაც კვ
არაცხელიას გადაბირება სურს, მისი გადახდა მოუწევს. თუკი კლუბებს შორის მოლაპარაკება არ ჩაიშალა, კვარაცხელია გუნდს რამდენიმე დღეში შეიცვლის. ასე თუ ვერ მოხდება, ხვიჩა "რუბინს" დეკემბერში აუცილებლად დატოვებს.

მოლაპარაკებებში უამრავი დეტალია, რომელთა აფიშირების უფლება მხოლოდ კლუბებს აქვთ. იმას გეტყვით, რომ თავდაპირველად საუბარი 20 მილიონ ევროზე იყო, თუმცა შემდეგ ამ თანხამ დაიკლო."

ხვიჩა ნაკრებ ვერ დაეხმარება

"კვარაცხელიას "კრილიასთან" მატჩში კუნთში ჩაარტყეს და ამის შემდეგ ტრავმა აწუხებს. ახლა მას სამკურნალო პროგრამა აქვს, რომელიც ჯერ ვერ დასრულდება. შესაბამისად, კვარაცხელია უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება. თუკი კლუბს არ შეიცვლის, 12 სექტემბერს რუსეთის პრემიერლიგის მორიგ ტურში თამაშს შეძლებს."

რაც უნდათ წერონ...

"უკვე შევეჩვიე იმას, რომ ჩემ მიმართ აგრესია აქვთ, ადამიანები უბრალოდ სხედან და წერენ იმას, რის შესახებ ინფორმაციაც არ აქვთ. ჩვენზე მეტად არავის სურს, ხვიჩამ ტოპ-კლუბში ითამაშოს და ეს ასეც მოხდება, ამისთვის ყველაფერი კეთდება. "ტოტენჰემი" თუ "ნაპოლი" მაინც ტრამპლინია. კვარაცხელიამ ისეთ გრანდში უნდა ითამაშოს, როგორიც "რეალია".

მკითხველის კომენტარები / 93 /
რაც უფრო მალე მოშორება ჯუღელს, მით უკეთესი ხვიჩასთვის. თუ არ მოშორება, დაინგრევს კარიერას.
11
28 აგვისტო 2021 23:25
0
უდავოდ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ, ნუთუ ქართული ფეხბურთი კვარაცხელიაზე დგას? ნუ არ მოდის! და რა? ეროვნული ტრაგედიაა? გავაგრძელოთ რა ცხოვრება და ვისაუბროთ იმ ჯიგრებზე ვინც დღეს ვარჯუშობს თბილ.ზღვაზე.
რატი
28 აგვისტო 2021 22:11
5
კი დღეს დგას და მორჩით ამ რიჟა ბაზარს - ქართული ფეხბურთი ერთ კაცზე არ უნდა იდგეს(არ დგას). ჯერ ეს ერთი ზოგადად არ უნდა იდგეს, მარა ეს საქართველოს მსგავს ნაკრებებზე და გუნდებზე არ მიდის - კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი რო გვეყოლება რამდენიმე სხვა პოზიციებზეც მაშინ უნდა მასეთი ბაზარი. და მერე მეორე, მაშინაც ამბობდით მაკედონიასთან ნოემბერში რო მერე რა კვარას გარეშედაც მოვიგებთო და ვნახეთ რაც ვქენით, და მარტშიც ვნახეთ რაც ვქენით როცა მთელმა ნაკრებმა სამ თამაშში სამი გოლი გავიტანეთ - ერთი საკუთარში და ორი სხვისაში - ვისი გოლები იყო ხო არ გახსოვთ და ვის წინააღმდეგ(და კიდე ის შეცვლაზე რო მოვუგეთ მაკედონიას, ვისი გოლით ეგეც ხო არ გახსოვთ)? ფაქტია რო დღეს შემსრულებელი და არაცარიელ კარში შემგდები, რომლის იმედზეც იქნები ძლიერი გუნდების წინააღმდეგ არის კვარაცხელია და მორჩით ამ უაზრობებს კვარაცხელიას როლის შემცირებისთვის რო აფრქვევთ და რამე სხვანაირად გააპრავეთ ის უმსგავსობა რაც ეხა მოხდა (12ში წარმატებებს ვუსურვებ რუბინს, ამოისუნთქავენ ალბათ...)
jigari
29 აგვისტო 2021 19:37
2
ვკითხულობ კომენტარებს და უმეტესობა ხართ აბსოლიტური ფანტაზიორები და კონსპიროლოგები.
ვახო
28 აგვისტო 2021 15:39
12
შენ თუ რაციოს კვინტენსენცია ხარ, მაშინ გვითხარი 12ში როგორ თამაშობს რუბინში როცა 4 დღით ადრე ტრვამის მომიზეზებით არ თამაშობს ნაკრებში?
jigari
28 აგვისტო 2021 20:24
2
ნაპოლი, ტოტენჰემი ტრამპლინიაო? ნუთუ ნაკრებიც? ისე მესის და რონალდოს არ პატიობენ ნაკრებში თავის დაზოგვას. რუბინში გატანილი გოლებით კი არა ნაკრებში გატანილი გოლების წყალობით მოექცა ყურადღების ცენტრში. ნუ მე მაინც იმედს ვიტოვებ რომ თავისი სურვილის წინააღმდეგ გადაუწყვიტეს საქმე.
rigiti
28 აგვისტო 2021 12:27
0
ნაკრები აღარ აინტერესებთ?
XXX
28 აგვისტო 2021 10:17
0
ამას 20მლნ რო დაადეს,მაშინ იყო ყველაფერი იასნი.12 სექტემბერს თუ უნდა ითამაშოს რუბინში,ე.ი.დარჩენილა და ეგაა.ფანჯარა აგვისტოში არ იკეტება?თუ ამისთვის ფორტოჩკას ტოვებენ.ძალიან აამწუხაროა.
კახა ქ.
28 აგვისტო 2021 05:40
0
აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი სამწუხაროდ და ეს უნდა ვაღიაროთ.მე ჯუღელის წინააღმდეგი არა ვარ,არ ვიცნობ რომ რამე მალაპარაკებდეს,ბევრ ფეხბურთელს დაეხმარა როგორც ვიცი ,მაგრამ ყოფილი საიუზის ფარგლებში,მაგრამ აი ევროპის რა გითხრათ.აი თქვენ რომ მაგარი გუნდის პრეზიდენტი იყოთ ვის უფრო დაუჯდებოდით სასაუბროდ--მენდეშს,რაიოლას და ა.შ. თუ ჯუღელს.საწყენად ნამდვილად არ ვიძახი.დიდ გუნდებთან ცოტა სხვა მიდგომაა,სხვა რაღაცწებია როგორც მე ვიცი,ვიდრე რუბინთან,როტორთან და ა.შ.(არანაირ შეურაცყოფას არ ვაყენებ ამ გუნდებს,არც მიფიქრია).
კახა ქ.
28 აგვისტო 2021 05:21
0
დაიწყო ნაკრების თამაშები და დაეწყოთ ,,ტრავმები,,. რამდენი აიტკივებს ფეხებს ახლა გამოჩნდება
ზაზა
28 აგვისტო 2021 01:59
3
ვინ, ხვიჩა კვარაცხელია იტკივებს ფეხს და არ უნდა თავის გამოჩენა ნაკრებში??? მითუმეტეს ისედაც ყველამ დაინახა სანამ ესპანეთს არ გაუტანა მანამდე არავინ დაინტერესდა ევროპაში საერთოდ არ აინტერესებთ რუსეთის ჩემპიონატი. ესპანეთს რო გაუტანა და საბერძნეთს ზედ მიაყოლა მაშინ ხომ კარგი იყო მაშინაც ფეხს იტკიებდა ბიჭი??? მაგრამ რუსებმა ეგ რომ ნახეს მწარედ ინანეს (ხვიჩას ნაკრებში გამოშვება) ეგ მწარე "შეცდომა" და გადაწყვიტეს მეორედ აღარ დაუშვან მაგის გამეორება, ეხლა კიდე ესპანეთს გოლი რომ გაუტანოს მსოფლიო აალაპარაკოს არ უნდათ მაგის გამეორება. არც ის არის შემთხვევითი ზუსტად მაკედონიასთან თამაშის წინ რომ დაუდგინდა ის ვირუსი, მეთოდები უამრავია პრობლემა არ არის რამის გაჩალიჩება
Rogor
28 აგვისტო 2021 06:47
7
ეგ ზღაპარი ბებიაშენს მოუყევი
dato!!!
28 აგვისტო 2021 01:34
5
ჯუღელი რო გვაბოლებდა “პრიდლაჟენიები” მაქ მთელი ევროპიდან და მომავალ სეზონში ტოპში იქნება ხვიჩაო აბა სადაა ტოპი აფერისტია ეგ კაცი ლაპრაკზეც არ ეტყობა მაგას რამე დაეჯერება?
გიო
28 აგვისტო 2021 00:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული