საბამ თურქეთის სუპერლიგის სამივე ტურში გაიტანა - მის გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე თავის ახალ გუნდში ჩინებულად ასპარეზობს - 2020 წელს ის "ანკარაგიუჯიუში" გადავიდა, თუმცა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა, ზაფხულში კი "ჰათაისპორში" ჩაირიცხა და ძველი საბა დაგვიბრუნდა, რომელიც "რანდერსში" კარგი თამაშითა და გოლებით გვანებივრებდა.

ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგის სასტარტო სამივე ტურში გაიტანა გოლი. პირველ ტურში "კასიპმპაშას" კარი დალაშქრა, მეორეში "გალათასარაის", ხოლო დღეს საკუთარ მოედანზე "ალანიასპორი" მე-18 წუთზე ლამაზი გოლით დაამწუხრა. მან რუბენ რიბეიროს 42-ე წუთზე საგოლე პასიც გაუკეთა და 79-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 4:0 იყო და მატჩის
ბედი გადაწყვეტილი გახლდათ. საბოლოოდ "ჰათაისპორმა" 5:0 გაიმარჯვა.

აი, ესაა ფეხბურთელის კარგ გუნდში და გარემოში მოხვედრა, რაც თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

საბა მალე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და იმედია, ისევ გაგვახარებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი გოლი შეაგდო 3 თამაში 3 გოლი პლიუს ასისტი ძალიან მაგრად იწყებს საბა და იმედი მაქვს სეზონის ბოლოდმე ასე გაგრძელებს წარმატებები.
ზურა
01:40 29-08-2021
0
საუკეთესო ფორმაშია საბა , ნაკრებში მარცხენა და მარჯვენა ფლანგებებზე ასეთი ვინგერების ყოლა დიდი ფუფუნებაა ღმერთმა ქნას თუნდაც შოთა არველაძისნაირი ცენტრფორვარდი მოგვევლინოს უახლოეს მომავალში და დარწმუნებული ვარ ამ ნაკრებს დიდი მომავალი ექნება... მინიმუმ იმ ოცნებას ავიხდენთ რასაც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ქვია... ბრავო საბა იმედი ხარ ნაკრების...
ილიავარ...
01:11 29-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული