მამარდაშვილის დასანანი შეცდომა - "ვალენსია" "რეალთან" თითქმის მოგებულ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეხუთე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „რეალთან“ 1:2 დამარცხდა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სერიოზული სამუშაო არ ჰქონია, ორჯერ ვალვერდეს განივი გადაცემა მოიგერია, ერთხელ კი კაზემიროს შორიდან დარტყმულს დაეუფლა. ტრავმები მიიღეს მასპინძლებმა სოლერმა და კორეიამ და სტუმარმა კარვახალმა და შეცვალეს. 42-ე წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ახლო მანძილიდან პაულისტას თავით დარტყმული ბურთი კურტუამ მოიგერია.

კურტუამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც გადაარჩინა თავისი გუნდი, ამჯერად გატანა დუროს არ დაანება. ცოტა ხანში მუსამ კარგი დრიბლინგი წამოიწყო, გედეშს
გაუკეთა პასი და მან ხელსაყრელი პოზიციიდან მიზანს ვერ უწია. 66-ე წუთზე კი „ვალენსიას“ აქტიურობამ შედეგი გამოიღო - დურომ თავისი ყოფილი გუნდის კარი დალაშქრა. „სამეფო გუნდმა“ იერიშებით უპასუხა: ბენზემას დარტყმული ორჯერ ქართველმა მოიგერია, 86-ეზე ვინისიუსმა ფულკესგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა, 88-ეზე კი ბენზემამ გამოსვლაზე მამარდაშვილის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ 10 ქულით მესამე ადგილზეა დ 22 სექტემბერს გასვლაზე „სევილიას“ დაუპირისპირდება.

ვალენსია. “მესტალია“

ვალენსია - რეალი 1:2
გოლები: 1:0 დურო (66), 1:1 ვინისიუსი (86), 1:2 ბენზემა (88)

მკითხველის კომენტარები / 58 /
მიდიი მამარდ შენ გენაცვალე პირველი თამაში რეალთან და ესე ეგ არაფერი შენ კიარა კასილასი და ვანდერსაარი ისეთ რაღაცეებს აკეთენდნენ რო რავი მიდი ჯიგარო ვიცი რო მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ ერთი მაინც იქნებიი მჯერაა
ზურა
21:35 20-09-2021
0
თქვე ოჯახაშენებულებო კაცი ექვსი თვის უკან საჩხერის ჩიხურას და სამტრედიის წინააღმდეგ თამაშობდა და ეხლა გინდათ რეალთან პირველ თამაშზე,მერე ვის წინააღმდეგ ბენზემა,ვინისიუსი,მოდრიჩი,კაზემირო ნუ თითქმის მსოფლიო ნაკრები და ამათგან კარი თლად მშრალად შეინახოს,ასე სადაა ძმაო, აცალეთ ერთი სეზონი მაინც და ვნახოთ მერე?
მალხაზ ჯობავა
18:38 20-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული