მაკარიძე მომჯობინდა, მაგრამ ეს თამაშის გარანტიას არ ნიშნავს

AutoSharing Option
დღეს, 4 ოქტომბერს, ესპანეთის სეგუნდადივიზიონის მე-8 ტური "ჟირონა"-"ალმერიას" დაპირისპირებით დასრულდება. როგორც Diariodealmeria წერს, გიორგი მაკარიძე მომჯობინდა და თამაშის შესაძლებლობა ექნება.

31 წლის ქართველ კიპერს ტრავმამდეც ნაკლებად ენდობოდნენ - მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა, ორჯერ კი განაცხადშიც არ იმყოფებოდა.

გასულ სეზონში ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში გიორგი გუნდის ძირითადი მეკარე იყო, მერე კი სასტარტო შემადგენლობიდან ამოვარდა და თანაც, მისი კონკურენტი, ასევე 31 წლის, ფერნანდო რუბიო "ალმერიას" კაპიტანი გახდა.

ალმერიელები ესპანეთის მთავარ ლიგაში გადასასვლელად წელსაც იბრძვიან - რანგით მეორე ჩემპიონატში მესამე ადგილს
იკავებენ. თუკი ვითარება არ შეიცვალა, ზამთარში, სავარაუდოდ, მაკარიძეს ახალი გუნდის ძიება მოუწევს.

altმაკარიძეს აქებენ, კარს კი მისი გუნდის კაპიტანი კონკურენტი იცავს

alt"ალმერიას" მაკარიძე დააკლდება - ქართველ კიპერს ნაკლებად ენდობიან
ორ

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კლუბის გამო ნაკრებში არ ჩამოდიოდა და ახლა არც იქ ათამაშებენ და აქაც არავინ გამოიძახებს
Mose
20:12 04-10-2021
0
რა უნდა შეიცვალოს?კონკურენტი,გუნდის კაპიტნად აურჩევიათ და მხოლოდ ტრავმის შემთხვევაში ჩაანაცვლებენ.მაგის იმედად დარჩენა არა მგონია ღირდეს.
სოსო
17:41 04-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული