საქართველოს ნაკრების მორიგი უსახური მატჩი და მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირზე საკუთარ მოედანზე საბერძნეთთან 0:2 დამარცხდა.

სექტემბრის წარუმატებელი სერიის შემდეგ „ჯვაროსნების“ მწვრთნელი ვილი სანიოლი ოქტომბერში თამაშის ხარისხის გამოსწორებას დაგვპირდა, ტრავმირებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდა, მხოლოდ კაშია და კიტეიშვილი აკლდა და ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა. სამწუხაროდ, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და ჩვენმა გუნდმა ფაქტიურად საკუთარი მოედნის უპირატესობა დაკარგა.

დებიუტში საქართველოს ნაკრები ინიციატივას დაეუფლა, ბერძნები კი სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ და პავლიდისმა გოლი გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა. 22-ე წუთზე საჯარიმოდან ჩაწოდებული ცაველასმა
დაარტყა და ლორიამ გადაგვარჩინა. საპასუხო იერიშისას კაკაბაძის დარტყმული მეკარე ვლახომიდოსმა მოიგერია. მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს, საქართველოს ნაკრები მწვავე შეტევებს ვერ ახერხებდა, მიქაუტაძე კი თამაშიდან გამოთიშული იყო. მე-40 წუთზე მასურასს ლორიამ არ დაანება გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა და სანიოლმა ორმაგი ცვლილება განახორციელა - ჩაკვეტაძისა და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე გვილია და ოქრიაშვილი შეუშვა. უპირატესობას კი სტუმრები ფლობდნენ, მაგრამ მომენტი არც ერთ კართან არ იქმნებოდა, ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, თუმცა 90-ე წუთზე მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ დაასკვნა, რომ გიორბელიძემ საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა, პენალტი დანიშნა, რომელიც ბაკასეტასმა გამოიყენა, ბოლოს კაკაბაძის შეცდომით პელიკასმა ისარგებლა და მორიგი მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 12 ოქტომბერს სტუმრად კოსოვოსთან გამართავს.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - საბერძნეთი 0:2
გოლები: 0:1 ბაკასეტასი (90, პენ), 0:2 პელიკასი (90+5)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (დავითაშვილი 90), ლობჟანიძე (ქვილითაია 90), ჩაკვეტაძე (გვილია 60), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ოქრიაშვილი 60)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ცაველისი, მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი, ბუხალაკისი, სიოპისი, ანდრუცოსი, პავლიდისი (პელიკასი 46), მასურასი (ციოლისი 78), ბაკასეტასი

მკითხველის კომენტარები / 170 /
ცენტრალური ნახევარდაცვა უკან პასის მეტს ვერაფერს აკეთებდნენ,ხანდახან ბურთს თუ ჯაჭრიდნენ. ძალიან ძველმოდურ ფეხბურთს თამაშობენ კანკავა და აბურჯანია. კანკავას სისწრაფე არ აქვს სწრაფად ვერ ანაწილებს ბურთს,აბუ კი უთამაშებელი ჩამოვიდა და ცუდ ფორმაშია! აქ გვჭირდება ახალი სისხლი თორემ არაფერი არ გამოვა. ისე ზოგადად მაღალი კლასის ფეხბურთელების დეფიციტი გვაქვს და ამ დონეს ვერ ვქაჩავთ! მწვრთელი ვინც არ უნდა დანიშნო ამ ფეხბურთელებით საბერძნეთის და შვედეთის დონის გუნდებს ვერ დაამარცხებს!
კახი
09 ოქტომბერი 2021 22:51
3
აბა გამოხტით ახლა ისევ ფეხბურთის "პროფესორებო,მცოდნეებო და მოყვარულებო", ხვიჩა-ჩაკვე-ქვილითა-ლობჟანას ადვოკატებო და კიდევ თქვით რომ არა ვარ მართალი როდესაც ვამბობ--- ეროვნულ ნაკრბში მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით გამოცდილი ხალხი!
Jango
09 ოქტომბერი 2021 22:32
31
მადლობა
ჯაბა……
1 0 0 გილოცავ
ალექსანდრე
10 ოქტომბერი 2021 13:13
7
თანამედროვე სახელმწიფოს შენებისას, ერთადერთი რასაც ყველაზე კარგად შეეწყო ქართველი კაცი, არის კლავიატურა... მანდ იწყება და მთავრდება აღშფოთებაც, ტკივილიც, სიხარულიც, გაბრაზებაც. მოვწყდით რეალურ ცხოვრებას და დავჩაჩანაკდით, თორემ ნორმალური სახელმწიფო ათასჯერ გამოცვლიდა ფედერაციას უკვე, აქციას აქციაზე მოუწყობდა ამ საშინელი თავზე ლაფის დასხმისთვის!!!
=============2012 წლის შემდეგ არცერთი მოგებული თამაში!!!============
Emigranti
09 ოქტომბერი 2021 22:47
3
ბიჭებო! რას იტყვით, წინადადება მაქვს ასეთი და მხარს თუ ამიბავთ, ჩვენს ნაკრებს და ფეხბურთელებს, ერთი კარგი შემლოცველი ხომ არ მოვუყანოთ? ეგება მოხდეს სასწაული და ბოლო, ბოლო ათამაშდნენ? რას იტყვით ღირს წვალებად?
გიო
10 ოქტომბერი 2021 12:58
2
რას ელით ხალხო ამათგან რაც იციან იმას თამაშობენ,თავს ვერ გადახტები.
პპპ123
10 ოქტომბერი 2021 07:00
2
არ იყო პენალტი ჩემი აზრით. ანუ ჩვენს სასარგებლოთ ეგეთ პენალტს არ დანიშნავდნენ. ძლიერი მეტოქე გვყავდა, ეგეც უნდა ვთქვათ. ერთი სიტყვით, ნუ გავლანძღავთ ბიჭებს, იმიტომ რომ 90 წუთი რაც შეეძლოთ გააკეთეს, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. კოსოვოს უნდა მოვუგოთ!!!
10 ოქტომბერი 2021 00:57
51
გუშინ თქვენ თუ ქართველების ჟილკა ნახეთ მოედანზე აშკარად სხვა თამაშისთვის გიყურებიათ...
გუშინ ცოცხალი არ გამოვიდოდა ქართველი მოედნიდან და ესეთ უსახურ თამაშს არ ითამაშებდა..
ჟურნალისტსაც ამოასხა ბოლოს. 9 წელია გუნდს ოფიციალური თამაში არ მოუგია..
რაზე ვოცნებობთ საერთოდ.
კობიაშვილს თუ სინდისი აქვს ქუდს დაიხურავდა და წავიდოდა...
ხომ შეიძლება ერთხელ ვიღაცა შეაწუხოს სინდისმა - ბოდიში მოიხადოს და წავიდეს.
REZO
10 ოქტომბერი 2021 07:32
0
თამაში წააგო მწვრთნელმა!
თამაშის დაწყებიდანვე ჩანდა, რომ ბერძნებს განსაზღვრული(შესწავლილი) ჰქონდათ ჩვენების თითოეული შეტევის მსვლელობა!
სანიოლმა ვერაფერი შეცვალა, ვერ მოიფიქრა რა გაეკეთებინა,,, როგორ გამოეყენებინა ამ სიტუაციაში კვარაცხელია, მიქაუტაძე...
ვფიქრობ ჩვენს ნაკრებმა უნდა ისწავლოს/დახვეწოს გუნდური თამაში, რომლის დროსაც თითოეულის ინდივიდუალიზმი შედეგის მომცემი იქნება.
გუნდს სჭირდება პროფესიონალი ფსიქოლოგი!
პ.ს.
ხო, დღეს წავაგეთ, საშინელი დღეები გვაქვს...
მაგრამ აუცილებლად, აუცილებლად უნდა გაკეთდეს სწორი დასკვნები (ყველა საქმეში!)!
თემო
09 ოქტომბერი 2021 23:09
2
დიდი ხარჯის გარდა, ვერანაირი სიკეთე ვერ მოგვიტანეს უცხოელმა მწვრთნელებმა. საქართველოს ნაკრებს ბევრად უკეთესი შედეგი აქვს ჩვენი მწვრთნელების დროს. ბულგარეთი, უელსი, შოტლანდია, უნგრეთი, პოლონეთი... ხორვატია... ჩივაძის, ყიფიანის, ძოძუაშვილის, გუცაევის, ქეცბაიას, ცხადაძის დროს გვყვავს დამარცხებული. მეორე ხარისხოვან გუნდებზე აღარაფერს ვამბობ. დავემშვიდობოთ სანიოლს და 2022 წლიდან დავნიშნოთ ჩივაძე-გუცაევის ტანდემი ორ ახალგაზრდასთან ერთად!!!!
tngh
10 ოქტომბერი 2021 15:17
9
ოლიმპიაკოსის დონის გუნდი რო გვეყოლება(ბაქოს ნეფთჩის რო გავასწრებთ იმის მერე) მაშინ დავეტოლოთ.
ახლა მოგვიგო გუნდმა უფრო მაღალი დივიზიონიდან
Levani
09 ოქტომბერი 2021 22:56
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული