
გერმანულმა transfermarkt-მა ესპანეთში ფეხბურთელების ფასები განაახლა და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, "ვალენსიას" 21 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
მამარდაშვილის ფასი 800 ათასი ევრო იყო, ახლა კი 3 მილიონია.
ქართველი ფეხბურთელებიდან გიორგიზე მაღალი ფასი მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიასა (18 მილიონი) და საბა ლობჟანიძეს (3.4 მილიონი) აქვთ, ხოლო დავით ხოჭოლავასა და ოთარ კიტეიშვილის ღირებულება 3 მილიონია.
მამარდაშვილი "ვალენსიაში" ზაფხულში გადავიდა და ლა ლიგის 6 მატჩში 7 გოლი გაუშვა.