თურქეთის სუპერლიგის მე-9 ტურში "ჰათაისპორმა", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე იცავს, საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "გაზიანთეპი".
საბამ 86-ე წუთამდე ითამაშა. მართალია, შედეგიანი მოქმედებით ამჯერად თავი არ გამოუჩენია, მაგრამ ძალიან აქტიური იყო და მარჯვენა ფლანგზე ამწვავებდა თამაშს. მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 9 მატჩში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
"ჰათაისპორი" კი 19 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ტრაბზონსპორს" 2 ქულით ჩამორჩება და 24 ოქტომბერს სტუმრად "კარაგიუმრუკს" შეხვდება.
მოკლედ, საბაზე შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფეხბურთელი კარგ გუნდში მოხვდა.
წიტაიშვილსაც ვუყურე და ცოდვაა ეგ ბიჭი ჩერნომორეცში- მის გარდა გუნდში ყველა მარტო უკან პასს თამაშობს-საქართველოს ნაკრები რო გაიხასენო სექტემბერში ისეთი გუნდია და ამწყობი არავინ არა ჰყავს.ვვჩიბერაძე შემოვიდა მეორე ტაიმში და არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი როცა ფორმაში შევა-დღეს მარტო 2 უაზრო ჯარიმა აიკიდა და მეტოქეს დრო გააყვანინა-ნუ როგორც ბურთი მიიღო გასცა 2-3ჯერ მე მგონი ფორმაში როცა შევა კაი იგროკი უნდა იყოს(ერთი შეხედვით)
ისე კიდე ერთს დავამატებ-არც აგენტი ვარ და არც არავის ვიცნობ ამათგან-მარტო ტელევიზიით მყავს ნანახი ეს ყველა,მაგრამ გუშინ გორის თამაშს ვუყურე და შუა ნახევარმცველი ჰყავს გორს მგელი-ბიძინაშვილი,როგორიც კიტეიშვილი იყო ისეთია-ადრე ვუყურე მომეწონა და გუშინ სპეციალურად დავაკვირდი,რა პასი(ყველა ზუსტი) რა აზროვნება,სწრაფია,ამწვავებს-ბათუმიდან მიწვეულ ბიჭებს ბევრად ჯობია ჩემი აზრით...
ახლა ვინმეს თვითონ ბიძინაშვილი,ან მამამისი ვეგონები-არა ძმებო,უბრალო გულშემატკივარი ვარ და მაგ 4ვე ფეხბურთელთან საერთო ნაცნობიც არა მყავს
მაგრამ ლობი ჭირდება ყველას და ყველაფერს და ესაა ცუდი და დამღუპველი.