vi.nl: "ვალენსიას" კარგი სერია მამარდაშვილის თამაშისას იქნა მიღწეული - სილესენის დაბრუნებით სიტუაცია უკეთესი ვერ გახდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-10 ტურში „ვალენსია“ სასწაულებრივ გადაურჩა „მესტალიაზე“ „მალიორკასთან“ წაგებას, სადაც 90+3-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, შემდეგ კი გონსალო გუედეშმა და ხოსე გაიამ გაიტანეს და მატჩი 2:2 დასრულდა.

„ვალენსია“ 13 ქულით მე-10 ადგილზეა და 27 ოქტომბერს სევილიაში „ბეტისს“ შეხვდება.

„ღამურების“ კარს იასპერ სილესენი იცავდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო. ეს შეხვედრა ნიდერლანდურმა vi.nl-მა მიმოიხილა და თანამემამულის თამაში შეაფასა.

მტკივნეულია: სილესენის დაბრუნების შემდეგ „ვალენსიამ“ ვერც ერთი შეხვედრა ვერ მოიგო

„შაბათს „ვალენსიამ“ შინ „მალიორკასთან“ ქულა ძლივს მოიპოვა. ეს რაღაც შვება ვერ იქნება იასპერ
სილესენისთვის, რომელმაც დაინახა, რომ მისი გუნდის მოუგებელ მატჩთა საბრალო სერია გაგრძელდა.

სეზონი „ვალენსიამ“ ახალი მწვრთნელის, ხოსე ბორდალასის ხელმძღვანელობით დაიწყო და პირველ 4 ტურში 10 ქულა მოიპოვა. ეს კარგი სერია მაშინ იქნა მიღწეული, როდესაც კარს 21 წლის ქართველი გიორგი მამარდაშვილი იცავდა. „რეალთან“ და „სევილიასთან“ მარცხის შემდეგ კარში ახალგაზრდა ქართველის ადგილი სილესენმა დაიკავა, თუმცა ამით ვითარება უკეთესი არ გახდა. გუნდი უკვე გარკვეული პერიოდია არადამაჯერებელია. ბოლოს 12 სექტემბერს იმარჯვა.

იასპერმა „მალიორკასთან“ 2 გოლი გაუშვა, მთლიანობაში კი 4 მატჩში 6 გოლი“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
სევილიასთან და რეალ მადრიდთან რომ გოლს გაუშვებ, და თანაც ბენზემა რომ გოლს გაგიტანს. კარში აღარ უნდა ჩადგე
ფრიცი
13:47 24-10-2021
24
როცა მოედანზე გადიხარ, თავი ყველას ტოლსწორად უნდა წარმოიდგინო და შენთვის კერპი აღარ უნდა არსებობდეს. მამარდამ უნდა წაბაძოს ფატის, რომელმაც 16 წლისამ მესის გვერდით ითამაშა ბარსაში და ისე ძლიერად და თამამად ითამაშა, მატჩის დამთავრების შემდეგ მესიმ გადაკოცნა და უთხრა "შენ ერთ-ერთი ჩვენთაგანი ხარო", ანუ მინდორზე მგელი უნდა იყო მგელი და არა კერპებისაგან აღფრთოვანებული მოზარდი.
ჟორა გაბრიჭიძე
13:01 24-10-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული