გუნდს თამაში არ გამოსდიოდა, ბერიძემ კი მშვენიერი გაიტანა - უნგრული მედია "უიპეშტის" სათასო შანსებზე

AutoSharing Option
გიორგი ბერიძის კარგ თამაშსა და მისი კლუბის ბოლოდროინდელ მდგომარეობას Nemzetisport-ი გამოეხმაურა. ქართველი შემტევის დუბლმა "უიპეშტი" უნგრეთის თასის მერვედფინალში გაიყვანა:

"უიპეშტმა" საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოახერხა, გულშემატკივრებისთვის სადღესასწაულო დღეები ეჩუქებინა. ამას პანდემია, ტრიბუნაზე დასწრების აკრძალვა და უარყოფითი შედეგები მოჰყვა. შემდეგ გუნდში მთავარ მწვრთნელად ისევ ჩაბა ჩიზმანდია დაბრუნდა, რომელმაც ძველ-ახალი მოთამაშეებისგან სათამაშო სქემა გარკვეულწილად შეცვალა, თუმცა ფილოსოფია იგივე დატოვა.

გუნდი თასის მოქმედი გამარჯვებულია და "უიპეშტში" ყველას სჯერა, რომ ამ ტურნირზე  წარმატებას ისევ მიაღწევენ.

"ბუდაფოკთან" (2:1) გამარჯვების მთავარი შემოქმედი გიორგი ბერიძე იყო. მაშინ,
როცა გუნდს კომბინირებული თამაში აღარ გამოსდიოდა და შეხვედრა ფრისკენ მიდიოდა, ქართველმა შემტევმა მშვენიერი გოლი გაიტანა, დუბლი შეასრულა და მასპინძლებს შემდეგი ეტაპის საგზური მოუპოვა."

24 წლის ბერიძე, რომელსაც ვილი სანიოლი მარტის თამაშების შემდეგ აღარ ენდობა, "უიპეშტში" უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში კარგად გამოიყურება. უნგრეთის ჩემპიონატის ბოლოადგილოსნების უახლოესი მეტოქე ლუკა ლაკვეხელიანის "მეზოკოვეშდი" იქნება, რომელიც მე-6 პოზიციას იკავებს.

altბერიძემ დუბლით "უიპეშტი" მერვედფინალში გაიყვანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბერიძე ქვილითაიას აღარ სჯობია? არც მონდომება აკლდა ამ ბიჭს იმ თამაშებში, რაც ითამაშა ნაკრებში. ქვილითაია თუ ამდენ შანსს იმსახურებს, ამ ბიჭმა რა დააშავა მართლა ვერ გავიგე, იქნებ ვინმემ მიპასუხოს კომენტარებში მაინც?
0
ქვილითაია ფეხბურთელია?თუ გახსოვთ,ბოლოს გოლი როდის გაიტანა?
სტატუს ქუო
17:46 28-10-2021
0

სიახლეები პოპულარული