"28 წლის ფორვარდი აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა შეძლოს ის აჩვენოს, რისთვისაც კლუბში მოვიდა. შესაძლოა, გოლმა მას დაძაბულობა მოუხსნას და მთავარი მწვრთნელი ავგუსტუსიც სწორედ ამ მომენტს ელოდება.
ახლანდელი მონაცემებით, უახლოეს მატჩში ქვილითაიას სასტარტოში თამაშის შანსი გაზრდილი აქვს და სავარაუდოდ, ზედიზედ მესამე გამარჯვებაში თავის წვლილსაც შეიტანს.
ქართველ ფორვარდს საუკეთესო შეხვედრა „ანტონის პაპადოპულოსზე“, "ანორთოსისთან" ჰქონდა, სადაც გოლიც გაიტანა. "ახნასის" წინააღმდეგ კი ბევრს მოძრაობდა და შეტევის რამდენიმე ფაზაში მონაწილეობა მიიღო."
30 ოქტომბერს
ოქრიაშვილს ისევ არ უვარჯიშია - კვიპროსული მედია სამივე ქართველის თამაშის შანსებზე წერს
თავდამსხმელი არ არის