"ფილიგრანული კვარაცხელია ჩემოდნებზე? - გუნდის იგნორირება არ შეიძლება" - რუსული მედია

AutoSharing Option
Sportbox-მა "რუბინისა" და ცსკა-ს მატჩში (1:0) ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩიდერ ეჯუკეს თამაში შეაფასა:

იყო კი ხვიჩა?

"სხვა რამეების გარდა, ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო ინტრიგით იყო. მოედანზე რუსეთის ჩემპიონატის ორი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი შეიყარა - ხვიჩა კვარაცხელია და ჩიდერ ეჯუკე. ვინ უფრო სასარგებლოა? შედარება ყაზანელის სასარგებლოდ არ გამოვიდა - და ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედნიდან გამარჯვებული ხვიჩა გავიდა.

ჩემოდნებზე?

მოედანზე უფრო შესამჩნევი მოძრავი არმიელი გახლდათ, რასაც მის ქართველ კოლეგაზე ვერ ვიტყვით, რომელიც მის მსგავს პოზიციაზე თამაშობს და იგივე ფუნქციებითაა დატვირთული. ის შემადგენლობაში
თითქოს არც იყო, რაც, სამწუხაროდ, უკანასკნელ ხანს ხშირად ხდება და შეტევათა უდავო ლიდერის საშემოდგომო სევდაში, გავრისკავ დამტკიცებას, "რუბინის" მრავალი პრობლემა იმალება.

გუნდმა მარცხენა ფლანგზე კვარაცხელიას სწრაფი გარღვევების გარეშე გამტანი ძალა დაკარგა, გარკვეული პერიოდიდან მისი ფრთიდან ცენტრში შეწევა კარში შემდგომი დარტყმებით ვერ აგდებენ საგონებელში  მცველებს და მარდ გარემარბს საფეხბურთო ესთეტები აღფრთოვანებაში ვერ მოჰყავს თავისი ფილიგრანული დრიბლინგითა და ტრიუკებით. დარჩა მხოლოდ აქტიურობის იმიტაცია და ოპონენტთა მიერ უხეშობის ზღვარზე შეჩერებული ფინტების გამო მსაჯებისადმი აპელაცია.

არმიელებთან მატჩისას ფორვარდმა ძველებურად მხოლოდ ერთხელ შეგვახსენა თავი - 58-ე წუთზე ქუსლით ეფექტურ პასს კინაღამ გოლი მოჰყვა. ცოტაა, დაგვეთანხმებით, რომლის გარეშე ყაზანელთა ფანტაზიას მოკლებულ შეტევას უბრალოდ არ ძალუძს მეტოქის კარზე პერმანენტული ზეწოლა განახორციელოს.

რა ხდება ქართველი ლეგიონერის თავს - გვრჩება მხოლოდ ფიქრი და მკითხაობა. ჩემოდნებს ალაგებს? კეთილი მგზავრობა: ის არც პირველია და არც უკანასკნელი, თუმცა რაღაცნაირად სოლიდური არ არის ასე დემონსტრაციულად გუნდის ინტერესების იგნორირება, რომელმაც შენ ამდენი მოგცა. ისეთი "წვრილმანის" გახსენება, როგორიც პროფესიონალიზმია, საჭირო არ არის?

მკითხველის კომენტარები / 34 /
საქართველოდან ვინმემ რომ გამოისყიდოს ხვიჩა და მერე ევროპაში რომ გაყიდონ არ მოსულა? არ დაგვიმტვრიონ და არ დაგვაკარგვინონ ეს ბიჭი. იგი ნაკრებს ჭირდება. ფულსაც ამოიღებენ.როგორც ჩანს,არ აპატიეს მამამისის გამოხდომა და ცდილობენ ჩაჩეხონ.
გიგა
18:47 03-11-2021
0
საქართველოდან ვინმემ რომ გამოისყიდოს ხვიჩა და მერე ევროპაში რომ გაყიდონ არ მოსულა? არ დაგვიმტვრიონ და არ დაგვაკარგვინონ ეს ბიჭი. იგი ნაკრებს ჭირდება. ფულსაც ამოიღებენ.როგორც ჩანს,არ აპატიეს მამამისის გამოხდომა და ცდილობენ ჩაჩეხონ.
გიგა
15:51 03-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული