ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "გენტმა" ფრეს მიაღწია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში "გენტი" საკუთარ მოედანზე "პარტიზანს" დაუზავდა (1:1), რომელსაც ბელგრადში ორი კვირის წინ 1:0 მოუგო.

გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე ტისუდალისთან ერთად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ბელგიური გუნდი 0:1-ს აგებდა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად ჩააწოდა კარის წინ ტისუდალის ბურთი და მან ანგარიში გაათანაბრა.

შეგახსენებთ, გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი "უნიონთან" (0:2) მცირე ტრავმის გამო გამოტოვა.

„გენტი“ 10 ქულით B ჯგუფის ლიდერია, 2 ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური და 26 ნოემბერს გასვლაზე „ანორთოსისს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თამაშისთვის არ მიყურებია მაგრამ დიდოსტატური საგოლე პასი გააკეთა.
გიორგი
13:50 05-11-2021
0
ამ ეტაპზე არ არის საჭირო დრიბლინგები.ვინ იცის კიდევ რომელი გიჟი ჩაუხტება ფეხებში და მოამტვრევს კოჭს.ასე ნელ-ნელა ჯობია.
ჯანაშია ვაგნერი.
13:25 05-11-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული