Deportevalenciano: "ვალენსიას" მეკარის საკითხის მრავალი წლის მანძილზე გადასაჭრელად მამარდაშვილის კონტრაქტის სასწარაფოდ გამოსყიდვა სჭირდება

AutoSharing Option
Deportevalenciano-მ წერილი გამოაქვეყნა "ვალენსიას" შესახებ და საჭიროდ მიიჩნია ახალ წლამდე მეკარე გიორგი მამარდაშვილისა და თავდამსხმელ უგო დუროს კონტრაქტების გამოსყიდვა. შეგახსენებთ, მამარდაშვილი "ღამურებში" თბილისის "დინამოდან" ერთსეზონიანი იჯარითაა გადასული და სრულფასოვანი კონტრაქტის გასაფორმებლად, ესპანურმა კლუბმა 1-ელ იანვრამდე 1 მილიონ ევროზე ნაკლები უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს მისი შეძენა უფრო ძვირი დაუჯდება.

"მამარდაშვილი და დურო გუნდის მომავლისათვის მნიშვნელოვანნი არიან და მათი ტრანსფერების განხორციელება ძალიან დაბალ ფასშია შესაძლებელი.

ეს ორი ტრანსფერი "ვალენსიამ" 1-ელ იანვრამდე უნდა განახორციელოს. ქართველმა მეკარემ ლა ლიგის დასაწყისში ითამაშა, ყველას
თავი მოგვაწონა, თუმცა ძალიან ახალგაზრდაა და ჯერ ბევრი რამ აქვს სასწავლი. იმისათვის, რათა გიორგი კლუბის საკუთრებაში გადავიდეს, 1 მილიონზე ნაკლების გადახდაა საჭირო. გოლკიპერს კარგა ხანია არ უთამაშია და თუ იასპერ სილესენმა ტრავმა არ მიიღო, ლოგიკური იქნება სათამაშო დრო მეორე გუნდში მიეცეს და ორივე გუნდში იყოს.

ჩვენ ვსაუბრობთ ოპერაციაზე, რომელმაც თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, კარის დარაჯის საკითხი მრავალი წლის მანძილზე შეიძლება გადაჭრას, ვინაიდან ასაკის და მონაცემების გათვალისწინებით, გიორგის თამაშის გაუმჯობესების დიდი საშუალება აქვს", - აღნიშნავს გამოცემა.

რაც შეხება 22 წლის დუროს, რომელიც პრიმერას უკანასკნელ ტურში "ატლეტიკოსთან" 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც "ვალენსია" 1:3-ს აგებდა, კომპენსირებულ დროში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა, მისი დამატება 4 მილიონი დაუჯდებათ და Deportevalenciano კლუბის ხელმძღვანელობას ამ ორი ტრანსფერის სასწრაფოდ განხორციელებისაკენ მოუწოდებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვალენსია მომაკვდავი გუნდია ჯობია სხვა გუნში გადავიდეს.
ლომი
02:51 14-11-2021
17
ჯერ მთლა ბოვშვია, მარა ორ მეტრიანი ბოვშვი, ეს ჯერ ფაფას ვერ მოცილებია და თქვენ გინდათ ბენზემას მოუხსნას თავიდან ბურთები? მადლობა ვთქვათ, რომ ვალენსიამ გარისკა და კაცად აქცია, იქამდე ვინ იცოდა ვინ იყო? მამამისმა და, კიდევ ვინ, აბა ჩამოთვალეთ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01:16 14-11-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული