წიტაიშვილს "დინამოსთან" თამაშის და თავის წარმოჩენის შანსი არ მიეცა - რა მოხდა კიევში?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი გუშინ 21 წლის გახდა, "ჩერნომორეცმა" დაბადების დღე მიულოცა და დღეს კიევის "დინამოსთან" უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში მის თამაშს მოუთმენლად ელოდნენ.

როგორც იცით, წიტაიშვილი და კიდევ 15 ფეხბურთელი კიევის "დინამოდან" "ჩერნომორეცში" იჯარითაა გაშვებული და ფაქტიურად მისი ფარმ-კლუბია. ამიტომ არ უყვართ ოდესელებს საკუთარი გუნდი. ამას დღეს წერილი football.ua-მ მიუძღვნა.

"დინამო" "შახტართან" ერთად ჩემპიონატის ლიდერია და შემთხვევით ქულების დაკარგვა არ აწყობდა, ამიტომ ჯერ მატჩი კიევში გადაიტანეს, შემდეგ დაიწყო ლაპარკი, რომ განათხოვრებულ ფეხბურთელებს თამაშის უფლებას არ მისცემდნენ, მაგრამ
ასეთ შემთხვევაში "ჩერნომორეცი" მოედანზე 11 მოთამაშეს ვერ გაიყვანდა და იძულებული გახდნენ დათანხმებულიყვნენ.

ua-football-მა წიტაიშვილს დღის გმირი უწოდა და აღნიშნა, რომ გასაგებ მიზეზთა გამო სუპერმოტივირებული იქნებოდა. აი, რას წერს მის შესახებ ჟურნალისტი იგორ სემიონი:

"კიევის "დინამოს" ძირითად მჭიდში ყოფნისას ის სათამაშო პრაქტიკის არქონას უჩიოდა. განსაკუთრებით პოლონეთში U-21-ის მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრიუმფალურად გამარჯვების შემდეგ. წიტაიშვილი პეტრაკოვისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, ფინალში გაიტანა, თუმცა საკლუბო კარიერამ ნათლად წარმოაჩინა ზრდასრულ და ახალგაზრდულ ფეხბურთს შორის სხვაობა.

გიორგი ფაქტიურად უშანსოდ აგებდა კონკურენციას ვიქტორ ციგანკოვთან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო მომწიფებული. ახლა ის ციგანკოვს ტოპ-კლასის ფეხბურთელს უწოდებს. ვიდრე ციგანკოვს არ გაყიდიან, "დინამოს" ძირითადის კარი წიტაიშვილისთვის დაკეტილია (შეიძლება ტრანსფერის შემდეგაც სწორედ საქართველოს ნაკრების წევრზე არ გაკეთდეს არჩევანი). თუმცა, გიორგიზე დაკვირვება "ჩერნომორეცშიც" საინტერესოა.

დღეს ის აუტსაიდერ გუნდში გამოირჩევა. დრბიბლინგებით გამოირჩევა არამარტო "ჩერნომორეცში", არამედ მთელ პრემიერლიგაში. ძლიერია სხვა კომპონენტებშიც: კარში დარტყმებითა და ორთაბრძოლებში. "ვორსკლაში" ხელი ტრავმამ შეუშალა, ხოლო "ჩერნომორეცში" ბევრს და არცთუ ურიგოდ თამაშობს.

დღეს მისთვის განსაკუთრებული შეხვედრაა. გარდა წმინდა საფეხბურთო ძლიერი მხარეებისა, ზემოტივაცია წარუძღვება და შესაძლებლობა ექნება ციგანკოვის ფონზე თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს".

და რაოდენ გასაკვირი გახლდათ, როდესაც მატჩის განაცხადში გიო ვერ ვიხილეთ. იმავე გამოცემამ აღნიშნა, რომ მიზეზი მცირე ტრავმაა. ვითომ? დავუჯეროთ?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს რომ რუსეთის ჩემპიონატში მომხდარიყო წიოკს დაიწყებდით
zurabi
20 ნოემბერი 2021 18:16
2
მართალი ხარ და როგორ გგონიათ უკრაინელები რუსებისგან განსხვავდებიან?? რათქმაინდა არა რუსეთი ხო უკრაინიდან გაყრილი ხალხის შექმნილია ანუ ჯიში და ჯილაგი ერთი აქვთ განსხვავდებიან რუსები და სლოვაკები, რუსები და ჩეხები, რუსები და პოლობელები მაგრამ რუსები და უკრაინელები არაა! გახსოვთ ალბათ იმავე წიტაიშვილის გამო საქართველო რომ აირჩია ჩვენმა ოქრომ რა ამბავში ჩავარდნენ და რა წივილ კივილი ატეხეს ცნობილმა მწვრთნელებმა მედიამ ჟურნალისტებმა გულშემატკივრებმა და ვინ აღარ ბოღმის ნთხევა საიწჰეს გიორგიზე და ჩვენ ნაკრებზე რა სიტყვები აღარ გვეძახეს მაშინ დაავიწყდათ ძმობა და იმ დროს როცა რუსეთმა დაბომბა ძმები ბიყავით და როცა ჩვენმა ბიჭებმა იქ იბრძოლეს ის დაავიწყდათ და ერთი ფეხბურთელის გაზრდა დაგვამადლეს. აბა ეხლა თქვენ განსაჯეთ აეიან რუსები და უკრაინელები ერთი ჯიშის თუ არა?!
T.q
21 ნოემბერი 2021 00:49
0
ჩვენი " მეგობარი " უკრაინა !!! კიდევ დიდხანს ვიქნებით ასე , სანამ ერთხელ და სამუდამოდ არ შევიგნებთ , რომ მეგობარი ქვეყნები არ არსებობენ !!! არსებობენ ქვეყნები , ვისთვისავ საკუთარი კრთილდღეობის გამო , დღეს იქნები მეგობარი , ხვალ მტერიი !!! ერთადერთი მეგობარი შეიძლება არსებობდეს ქვეყნისათვის და ეს არის შენი მოქალაქეე !!! თუმცა აქ მტრად პირველ რიგში სწორედ საქართველოს მოქალაქეები აღიქმებიან !!! კობიაშვილო , ნაკრების წევრია უკვე და იქნება დიპლომატიურად მაინც გააპროტრსტოთ მის მიმართ დამოკიდებულება ფედერაციებს შორის ?!
ATP 16
20 ნოემბერი 2021 10:14
3
შენ რა მართლა გგონია რომ რომელმა ფეხბურთელმა როდის ითამაშოს, ამას უკრაინის ხელისუფლება ან თუნდაც ფედერაცია წყვეტს? რა არის აქ გაუგებარი და ძნელი მისახვედრი- ჩერნომორეცი კიევის ფარმკლუბია კიევს ქულები ძალიან ჭირდება და ჩერნომორეცმა თავისი ყველაზე კარგი თავდამსხმელი არ დააყენა მის წინააღმდეგ. გასაკვირი იქნებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყვნენ.
არტ
21 ნოემბერი 2021 12:41
1
აჯობებს დროულად დატოვოს უკრაინის ჩემპიონატი.
ვაჟა
20 ნოემბერი 2021 09:36
0
კი, დავუჯეროთ.
მართლა ტრავმა აქვს
ბილი კოსტაკურტა
19 ნოემბერი 2021 23:14
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული