რუსულ პრესაში "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში წარუმატებელი თამაშის გამო აკრიტიკებენ. "იყო კი ხვიჩა", - წერდა sportbox-ი ცსკა-სთან ნამატჩევს, ხოლო liveresult-მა დაასკვნა, რომ ქართველი უკვე ტოპი აღარაა. ყველაზე ობიექტურად "ჩემპიონატი" აფასებდა მის სიტუაციას და ჯერ კიდევ აგვისტოში ამ გამოცემის ჟურნალისტმა დმიტრი ზიმინმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ტალანტს სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა რუსეთი, რამეთუ ტოპ-ლიგა სჭირდებოდა. ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ ზიმინმა კვლავ მიუძღვნა ჩვენებურს წერილი სათაურით: "აზრით ხვიჩა უკვე ევროპაშია. ახლა როგორ დაბრუნდეს რუსეთში?"
გუშინ კი "ჩემპიონატზე" მიხაილ როჟდესტვენსკიმ ტურნირის პირველი წრე
შეაჯამა და კვარაცხელიას ჩავარდნაზე გაამახვილა ყურადღება.
მთავარი პერსონალური ჩავარდნა
"სპეციალური ნომინაცია კვარაცხელიასათვის. გასულ სეზონში მოჩანდა, რომ პრემიერლიგაში ნამდვილი ბრილიანტი გამოჩნდა, რომელიც ორი ათეული მილიონი ევროს სანაცვლოდ მზად იყო უახლოეს ხანში ევროპის ტოპ-ჩემპიონატში გადასულიყო. ზაფხულში ყველაფერი ამისაკენ მიდიოდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა და ხვიჩა დანაღვლიანდა. იმის ნაცვლად, რომ განვითარება განეგრძო და თავისი ფასი აემაღლებინა, საკუთარ აჩრდილად გადაიქცა, რამაც "რუბინის" შედეგებზე ძალიან იმოქმედა. მხოლოდ 2 შედეგიანი მოქმედება 12 მატჩში - აბსოლუტური გაკოტრება გასულ სეზონთან შედარებით. რა თქმა უნდა, ხვიჩას გონზე მოსასვლელად კიდევ აქვს შანსი, მაგრამ ასეთი გარდასახვის ცქერა საწყენია".
დაახლოებით იგივეს წერენ პირველი წრის მიმოხილვისას კვარაცხელიაზე "სპორტ-ექსპრესი" და euro-football-ი. ხაზგასმულია, რომ ქართველმა გარემარბმა ევროპაში განუხორციელებელი ტრანსფერისა და ტრავმის მერე ემოციურად გული გაიტეხა და ასეთი დაბალი შედეგიანობის მქონე ფეხბურთელში ყაზანური კლუბის მიერ მოთხოვნილ 20 მილიონს არავინ არ გადაიხდის.
არსად არაფერია ნათქვამი, ხვიჩას მიერ შვედეთთან შესრულებულ დუბლზე, რამაც მთელი საფეხბურთო ევროპა მასზე კვლავ აალაპარაკა და იმაზე, რომ "რუბინმა" მაღალი სატრანსფერო ფასის გამო პრობლემები შეუქმნა.
იქნებ რამე დაინახონ მაგ უმადურებმა
და ფეხბურთის უცოდინრებმს