შოთა არველაძემ საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემაში, "დილა მშვიდობისა, საქართველო"-ში ისაუბრა. მან თქვა, რომ კვარაცხელიას თაობაზე "ატლეტიკოს" მწვრთნელ დიეგო სიმეონესა და "აიაქსის" სპორტულ დირექტორ მარკ ოვერმარსს ელაპარაკა:
"სიმონემ თქვა, ფელიქსი მყავს და რამდენიც არ უნდა გადავიხადო, ვერ ითამაშებსო. 120 მილიონი აქვთ გადახდილი და 20 მილიონი არ ღირსო.
ოვერმარსმა თქვა, რომ კონტრშეტევის ფეხბურთელიაო. შესაბამისად, 20 მილიონი არ ღირსო. სიმართლე თუ გინდა გითხრა, 9-დან 12 მილიონამდე ღირსო".
ტიპს აქვს საშინელი გადმოცემის უნარი- ის ბიჭები შემეცოდა,რაღაცას ექაქანებოდა-ტიპს ჩამოყალიბებული წინადადება არ უთქვამს,ახანის მაგიერ ხმამაღლა ფიქრობს,აზრი უწყდება სხვა რამის ახსნას იწყებს,შუა გზაში ავიწყდება და მერე სხვა რამეს ყვება და ასე დაუსრულებლად.მართლა შემეცოდა ის ბიჭები და კიდე კაი ეს რო არ დაინიშნა ნაკრებში.
P.S. ამის მონაგარია-უზარმაზარი დაფინანსებით უზბეკეთის ჩემპონობა.სხვაგან სადაც იმუშავა არაფერი დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია,კაისერიდან მალევე გაუშვეს,ტრაბზონიდანაც.ქასიმფაშაში დრო ჰქონდა და მაგარი პირობებიც და განსაკუთრებულს არაფერს არ თამაშობდა ამის გუნდი,იქაც ამოწურა თავის თავი წარმატებების გარეშე. ვან გაალთან რო აქვს ნამუშევარი და რაღაცეები იმისგან ისწავლა-ეგ ბევრს არ ნიშნავს..თვითონ ვან გაალიც ვინ ჩემი ფეხებია,აიაქსის მერე წესიერი გუნდი ვერ ააწყო სადაც იმუშავა,ბაიერნიდან დროზე გააგდეს სანამ რამეს დააშავებდა.მანჩესტერი ისე არია ამის წასვლის მერე ვერავინ ვერ დაალაგა. იზვინი შოთი,მაგრამ რუსთავი 2ში რო დაჯდები ასე მიგაკომენტებ-არც ის დამავიწყდა დემეტრაძის პადდერშკა რო გთხოვეს და ამის "დემე გამოუშვითს" მაგიერ რო თქვი-კანონი ყველასთვის გამკაცრდესო,ანუ დემე არ გამოუშვათ და სხვებიც დაიჭირეთო.
მე არ ვამტკოცებ დემე უეჭველი დასაჭერი იყოო. ეგ საქმე არ ვიცი დეტალურად. შესაძლოა რაიმე ანგარიშსწორებაც იყო. თუმცა ჩანაწერები
მაინც აჩენს ეჭვს რომ იცოდა რაზეც მიდიოდა. რაც არ უნდა იყოს, ზოგადად მიდგომა ჩემი ძმაკაცი გამოუშვით არასწორია. მაგიტომ ვერ მიდის ეს ქვეყანა წინ, კანონი რომ ზოგისთვის კანონია და ზოგისთვის არა
ეგ არავინ იცის მომავალში ვინ რა გახდება. ფეხბურთი ისეთი რამეა ერთმა დეტალმა/მოვლენამ შეიძლება გადაგიწყვიტოს მთელი კარიერა კარგის ან ცუდის მხრივ. ვერავინ გათვლის წინასწარ ვინ რას მიაღწევს, მაგას 35 წლის რომ გახდება კვარაცხელია მერე ვიტყვით. ასე რომ არველაძის ირონიული პასუხები რომ ამდენი არ ღირს, ან იმედია 27 წლის ასაკშიც ისევ პერსპექტიულად არ დარჩებაო, არის სრულიად არალოგიკური განცხადება ახალგაზრდა , 20 წლის ბიჭის მიმართ, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი ითამაშოს დიდი ფეხბურთი და ყურადღებით უსმენს და ისრუტავს რას იტყვიან უფროსები, ლეგენდები, ის ადამიანები ვისაც პატივს სცემს.
მხოლოდ ეგ შენიშვნა მექნებოდა როგორც რიგით გულსემატკივარს, თორე არველაძის ლეგენდობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს აქ.
რუბინმა კვარა 20-30 მილიონად გაყიდოს? 10-12 მილიონად რომ გადავიდეს დორტმუნდში ან აიაქში ცუდია?.