გულშემატკივრების ყველაზე დიდი ინტერესი "ანორთოსისი" - "გენტის" დაპირისპირების მიმართაა. თემურ ქეცბაიას გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ლორიაა, რთულ სატურნირო მდგომარეობაშია - 4 ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა აქვს. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" - ისინი 10
იმედია, ჩაკვეტაძეს დიდი დრო მიეცემა. ქეცბაიას გუნდში კი კაჭარავასა და ლაფერტის დასჯის შემდეგ, მშვიდი გარემო არაა. ვნახოთ, ეს გუნდზე რამდენად იმოქმედებს. შეხვედრა ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.
დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" 9 ქულით ოთხეულს ლიდერობს და უქულოდ მყოფ "ლინკოლს" გიბრალტარში ესტუმრება. დანიელებს ისევ აკლიათ საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი კარლოს ზეკა.
რაც შეეხება ჯგუფის კიდევ ერთ წევრ, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანს" - მათ ბერძულ "პაოკთან" გადამწყვეტი დაპირისპირება ელით. ორივე გუნდს თანაბარი, 7-7 ქულა აქვთ. ვლადიმირ ვაისის გუნდს ყველა ტურნირის ჩათვლით 12-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანს დედა გარდაეცვალა და შეხვედრას გამოტოვებს.
ჯგუფის ორივე დაპირისპირება 21:45 საათზე (ჩვენი დროით) დაიწყება.