დამაჯერებელი გაგნიძე, ინერტული წიტაიშვილი და შეხვედრის საუკეთესო ქართველი - ჩვენებურების შაბათი

AutoSharing Option
შაბათს, 27 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერმა - ეკატერინბურგის "ურალმა" პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერ "სოჩისთან" საკუთარ მოედანზე ფრედ, 1:1 ითამაშა. მასპინძელთა რიგებში ლუკა გაგნიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა.

შეხვედრა საკმაოდ თანაბარი გამოდგა და შედეგი ლოგიკურად დაფიქსირდა. 18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დამაჯერებლად და ჭკვიანურად ითამაშა. Sofascore-სგან ლუკამ 6.7 დაიმსახურა. "ურალის" რიგებში რუსეთის მოქალაქეს, 24 წლის ლეო გოგლიჩიძემაც სრული შეხვედრა ჰქონდა. მარცხენაფლანგელი 7.4-ით შეაფასეს.

გაგნიძემ პრემიერლიგაში მე-10 მატჩი გამართა და რამდენიმეში 90 წუთიც იასპარეზა. "ურალი" რომელმაც, სანამ ზურიკო დავითაშვილის "არსენალი" ითამაშებს (ორშაბათს), უკანასკნელ საფეხურს თავი დააღწია,
4 დეკემბერს მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრება.

Sportall.Ge

ოდესის "ჩერნომორეცი" საკუთარ მოედანზე "დესნასთან" დამარცხდა - 0:1. ბექა ვაჩიბერაძე (81 წუთი ითამაშა, გააფრთხილეს) გამოარჩიეს და შეხვედრის საუკეთესოდაც დასახელდა, გიორგი წიტაიშვილის (90 წუთი) მარჯვენა ფლანგი კი უჩვეულოდ ინერტული იყო - ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის გამწვავება ვერ შეძლო.

ოდესელები 11 ქულით მე-13 პოზიციას იკავებენ და 6 დეკემბერს "დნიპრო-1-ს" ესტუმრებიან.

altმიქაუტაძე თავისას არ იშლის - არ გაგიკვირდებათ და ისევ გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჭ ლიგების ბოლოადგილოსნებში... კიდევ კარგი შედეგები გვაქვს ნაკრებში
ნიმბუსი
12:22 28-11-2021
3
ლეო გოგლიჩიძე ორმაგი მოქალაქეობის მატარებელია. გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მიაქციეთ ყურადღება.
ლუკა გაგნიძე კი - მომავალი მანუჩარაა - დაიმახსოვრეთ.
ვაჟა მასწავლებელი
23:39 28-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული