ხვიჩას საგოლე პასი, ტრავმა და "რუბინის" დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურში „რუბინი“ საკუთარ მოედანზე მოსკოვის „დინამოსთან“ 2:3 დამარცხდა.

დედაქალაქელები მეორე ადგილზე იმყოფებიან, ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ამ მატჩში ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. sports.ru აღნიშნავდა, რომ „რუბინმა“ მოულოდნელად სოჭში გამარჯვება მოახერხა და თუ სლუცკის ბანდა ქულას აიღებდა, ეს მათთვის დადებითი შედეგი იქნებოდა.

მატჩში მოვლენები კი ასე განვითარდა: სტუმრები 30-ე წუთზე „რუბინის“ ყოფილმა შემტევმა მაკაროვმა დააწინაურა. 30-ე წუთზე კვარაცხელია ფლანგზე ვარელას გასცდა, ბაკაევს პასი გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის დასასრულს ხვიჩას შორიდან დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა შუნინის კარის ცხრიანს.

შესვენების შემდეგ
მასპინძლები პენალტით დრეიერმა წინ გაიყვანა. 62-ე წუთზე მაკაროვმა ხვიჩა მოცელა. 65-ე წუთზე ბურთი საჯარიმოში ყაზანელთა მცველ ზოტოვს მოხვდა, თერთმეტმეტრიანი კი მორომ ვერ გამოიყენა. თუმცა, მალე ბალბუენამ ანგარიში მაინც გაათანაბრა. როგორც ჩანს, ხვიჩას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რადგან კოჭ-წვივზე ხელი მოიკიდა და შეცვლა მოითხოვა. მის ნაცვლად 73-ე წუთზე მოედანზე მუსაევი შევიდა. 85-ე წუთზე მოსკოველთა პოლონელმა ლეგიონერმა შიმანსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„რუბინი“ 22 ქულით მე-9 ადგილზეა და 5 დეკემბერს გასვლაზე „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რუბინი როგორც გუნდია საშუალო დონის რუსული კლუბია და მანდ განვითარება ძნელია, თავდასხმელი დესპოტის გარეშე არ ჰყავს ამ გუნდს, ისევ ჯობია ბაკაევი დააყენონ თავდასხმელად, თორემ თავის ფლანგზე დიდად ვერ აქტიურობს. დრაერი და პოლონელი არ ვიცი რატომ იყიდა დიდი ვერაფერი ფეხბურთელები არიან. ცენტრში კორეელს არა უშავს, კვარას სამოშნიკოვი უწყობდა რომელიც უფრო სწრაფია და ერთად უფრო კარგად უტევდნენ ფლანგიდან. ამ თამაშში კვარა რამდენჯერმე შეიწია ცენტრში და კარგ იყო. იმედია ტრავმა სერიოზული არ იქნება, ისე ეს ჟესტი რომ აჩუმებს ვიღაცეებს არ მომწონს, ითამაშე რა ფეხბურთი და არაა საჭირო ზედმეტი ჟესტები, რაც გინდა ილაპარაკონ შენზე დაიკიდე კვარაა ყველაფერი და გულთან ნუ მიიტან ნურაფერს.
zaza
20:36 28-11-2021
0
მაგარი ბანძი გუნდია როგრმე თავი უნდა დააღწიოს და მოუმატოს თამაშს რეზულტატი უნდა
ელგუჯა
19:49 28-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული