ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-17 ტურში "გენტმა", რომლის განაცხადში კვლავ არ იყო ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, გასვლაზე 1:0 დაამარცხა "ლევენი".
"გენტმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, მეოთხე ადგილზე გადავიდა და 12 დეკემბერს "გენკს" უმასპინძლებს. ამას გარდა, გუნდი წარმატებით ასპარეზობს კონფერენს ლიგასა და ბელგიის თასზე.
მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა განაცხადა, რომ სხვების მსგავსად გადატვირთულ კალენდარზე არ წუწუნებენ და შემადგენლობის სიღრმე სირთულეების გადალახვის საშუალებას აძლევთ.
დღევანდელ შეხვედრაში მასპინძელთა გუნდში 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ლევან შენგელია.