ლობჟანიძეს მშრალი სერია გაუგრძელდა - ქართველების საინტერესო დღე

AutoSharing Option
პარასკევს, 10 დეკემბერს, ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო რამდენიმე შეხვედრა გაიმართება.

საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი" "ალთაის" ესტუმრება და გამარჯვების შემთხვევაში, მეორე ადგილზე მინიმუმ იქამდე გადაინაცვლებს, სანამ "ქონიასპორს" და "ფენერბაჰჩეს" უთამაშიათ. ქართველ ნახევარმცველს კარგი სეზონი აქვს, თუმცა 30 ოქტომბრის შემდეგ აღარ გაუტანია. სუპერლიგაში საბამ მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, რასაც 5 საგოლე პასიც დაამატა.

იზმირში გასამართი შეხვედრა 21:00 საათზე აიღებს სტარტს.

Sportall.Ge

ვაკო გვილიას "რაკუვი" პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერ სამეულს გარკვეულწილად ჩამოსცილდა, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული და დღეს, 12 დეკემბერს, "პიასტს" უმასპინძლებს.

გვილია გუნდს კარგად
შეეწყო და მიმდინარე სეზონში უკვე 12 მატჩი გამართა. 27 წლის ნახევარმცველს ძირითად შემადგენლობაში ველით. "რაკუვი" საკმაოდ ბევრს უშვებს - 20 ბურთი მიიღო. ექსტრაკლასი უხვგოლიანობით გამოირჩევა.

მატჩი ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

პარასკევ საღამოს გიორგი აბურჯანია და მისი "ჟილ ვისენტეც" ითამაშებენ. გასულ ტურში 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, რაც იშვიათი მოვლენაა და იმედია, ასეც გაგრძელდება.

გიორგის გუნდი პორტუგალიის ჩემპიონატში ცხრილის შუაშია - 17 ქულით მე-8 ადგილს იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით საკმაოდ გვიან, 00:15 საათზე გაიმართება.

altსაბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

altგვილიას სადებიუტო გოლი - "რაკუვი" 1/8-ფინალში გავიდა

altაბურჯანია "ბრაგას" წინააღმდეგ და ქეცბაია მდგომარეობის გამოსასწორებლად - ქართველების ორშაბათი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული