მიქაუტაძის უგოლო მატჩი - "ანდერლეხტმა" "სერენი" ისევ გაამწარა

AutoSharing Option
„სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ანდერლეხტთან“ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ კარგად გაანეიტრალეს და თავი ვერაფრით გამოიჩინა.

12 დღის განმავლობაში „ანდერლეხტმა“ „სერენი“ მეორედ დაჯაბნა. თუ ჯერ თასზე მხოლოდ პენალტების სერიაში სძლია, ამჯერად ჟუპილერ ლიგის მე-18 ტურში სტუმრად შესვენებამდე მოუთავა საქმე - პირველი ტაიმი 3:0 მოუგო, მატჩის ბედიც გადაწყვიტა და მისი რბევა მეორე ტაიმში გააგრძელა.

73-ე წუთზე სტუმრებმა მეოთხე გოლი გაიტანეს, 82-ეზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა გუნდის მეკარე დიეტჩი გააძევა, რადგან ხუთივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ, კარში ნახევარმცველი პიერო ჩადგა, დედაქალაქელებმა მასაც გაუტანეს და
კომპანის შეგირდებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ფაქტია, „სერენს“ ჯერ ბელგიურ გრანდებთან ტოლ-სწორად ბრძოლა უჭირს, 19 ქულით მე-15 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონას ისევ მიუახლოვდა და 14 დეკემბერს გასვლაზე „სერკლ ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
წიტაიშვილის გუნდის მაგალითს მოვიყვან. ბოლო თამაშს ვუყურე და ძალიან იშვიათად მიდიოდა ბურთი მასთან. პასს ვერ უკეთებდნენ იმიტომ, რომ ჯერ მთელი ძირითადი შეხვედრა დაცვაში იყვნენ და როცა შეტევაში გადადიოდნენ ბურთს მალე კარგავდნენ და ტექნიკური წუნი იყო ძალიან მაღალი. ანდა როცა ბურთი გაქვს და ვიღაცას უნდა გაუკეთო პასი ან ჩააწოდო საჯარიმოში ხო უნდა გქონდეს იმედი, რომ ის ბურთი არ დაიკარგება. თუ შენი ნიჭის შესაბამის გუნდში არ ხარ, დიდი შანდია, რომ დაიკარგო. იგივე ხდება ზუსტად მიქაუტაძესთანაც. დროზე უნდა დააღწიონ თავი თავიანთ წყალწაღებულ გუნდებს და ნორმალურ გუნდში უნდა ითამაშონ. არ გვაქვს ჩვენ ასეთი ნიჭის დაკარგვის უფლება
Sasas
11:15 12-12-2021
0
ამ სეზონში მეცი ისეთ ცუდ დღეშია შეიძლება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ე დაიბრუნონ მიქაუტაძე თუ არ დაიბრუნებენ და ზაფხულამდე დატოვებენ სერენში მაშინ უკვე აბსოლიტურად მიქაუტაძეზე იქნება ალბათ დამოკიდებული მისი მომავალი კარიერა რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა უნდა შეძლოს და თავისი ფასის აწევა რომ კაი გუნდები საინტერესოა და მომავალ სეზონში უკეთეს გუნდში გადავიდეს აბა თუ მეცი გავარდა ლიგა 1 დან რისი კანდიდატიც არის და ყველა წამყანი ფეხბურთელი ამის შემდეგ გუნდს დატოვებს მიქაუტაძისთვის მე 2 ლიგაში თამაშს რა აზრი აქვს იქ იმდენი გუნდებია შეიძლება წლები ვერ ამოვიდეს მეცი იქედან. 20 გოლზე თუ ავა ამ სეზონში მერე უკვე კაი გუნდებიც შეხედავენ აუცილებლად.
ზაზა
04:14 12-12-2021
0

სიახლეები პოპულარული